ოზურგეთის ცენტრალურ კორტებზე სტარტი წყვილთა შორის რაიონულმა ჩემპიონატმა აიღო
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთის ცენტრალურ კორტებზე სტარტი წყვილთა შორის რაიონულმა ჩემპიონატმა აიღო

გუშინ ოზურგეთის ცენტრალურ კორტებზე სტარტი რაიონულმა ჩემპიონატმა წყვილთა შორის აიღო. ჩემპიონატში ქალაქის ოთხი უძლიერესი დუეტი ჩაება.

პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს გასული სეზონის მსგავსად ,,აკადემიკოსები'' (სიამაშვილი , მამალაძე) და ,,ვეტერანები'' ( ქარჩილაძე ტუღუში) დაუპირისპირდნენ.
ამჯერად ინტელექტუალურ - კულტურული სტილით მოთამაშე კახაბერ ტუღუშმა და გამოცდილმა ზაზა ქარჩილაძემ, შარშანდელისგან განსხვავებით მთელი 30 წუთი მატჩისწინა მოთელვას დაუთმეს და მედგრად დაუხვდნენ აკადემიკოსთა იერიშს. მაგრამ სიამაშვილი - მამალაძის დუეტმა საბოლოოდ მაინც მოიპოვა უპირატესობა და ორ სეტში 6-2 , 6-3 დაამარცხა მეტოქე.

მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ,ერთმანეთის პირისპირ ,,მამონტები" (მამუკა კილაძე, მამუკა ჩავლეშვილი) და ,,ტურნირის ყველაზე ტიტულოვანი დუეტი, ,, ჩემპიონები" ( ნიკა ქუტიძე , დავით გოგოტიშვილი) წარსდგნენ. 
,,მამონტებმა'' პირველი სეტი მათ სასარგებლოდ 6-3 დაასრულეს. მეორე სეტში კი ტაიბრეიკზე მოიგერიეს მეტოქის სამმაგი სეტ -ბოლი და საბოლოოდ 7- 6 (ტაიბრეიკით 8-6) გამარჯვებით მოიპოვეს ფინალის საგზური.
ჩოგბურთის მოყვერულებს საინტერესო და დაძაბული ფინალი გელოდებათ. ერთმანეთს - აკადემიკოსები'' (სიამაშვილი მამალაძე) ,,მამონტები'' (ჩავლეშვილი კილაძე) დაუპირისპირდებიან.

'.$TEXT['print'].'