ოზურგეთის საპატრულო პოლიციის წინ მეორე დღეა შიმშილობის აქცია მიმდინარეობს
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთის საპატრულო პოლიციის წინ მეორე დღეა შიმშილობის აქცია მიმდინარეობს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის მკვიდრი, 29 წლის გელა ფუტკარაძე საპატრულო ეკიპაჟს ძალადობასა და დოკუმენტაციის მოპარვაში ადანაშაულებს, შესაბამისი ორგანოებიდან კი მოძალადე პოლიციელების დასჯის მოთხოვნით მეორე დღეა ოზურგეთის საპატრულო პოლიციის წინ შიმშილობს.

"ვმოძრაობდი თბილის ბათუმის ავტომაგისტრალის გრიგოლეთის მონაკვეთზე როცა გამაჩერა საპატრულო ეკიპაჟმა და გამომიწერა 200 ლარიანი ჯარიმა თიტქოსდა გადავკვეთე ღერძულა ხაზი, მეკუთვნოდა 50 ლარიანი ჯარიმა, ვიკითხე რატომ მეთქი და მიმატოვენ და წავიდნენ თან ხელს ჩემი დოკუმენტაცია, მართვის მოწმობა, პირადობის მოწმობა გააყოლეს. შოკში ჩავარდი, გამოვიძახე პატრული, მითხრეს 10 დღიანი ვადაა დაწერე განცხადებაო, სასოწარკვეთილებისაგან დავიწყე წინააღმდეგობის გაწევა, დამაპატიმრეს, მანქანა რომელშიც ფული მქონდა სადრაც საჯარიმოზე გადაიყვანეს, მე კი მთელი ღამე ლანჩხუთის პოლიციაში გამათევინეს. დღეს გადამიყვანეს სასამართლოზე. სასამართლომ გამამართლა, ახლა ვიტხოვ დოკუმენტებს და მანქანას და არცერთს არ მაძლევენ, ვრეკავ გენერალურ ინსპექციაში და მეუბნებიან 10 დღეში გაცნობებთ პასუხს გამოძიება დაწყებულიაო, ვითხოვ საბუთებს და არ მაძლევენ, მეუბნებიან წადი და მოგივა პასუხიო, სად წავიდე? საბუთები არა მაქვს, ჩემი სახლი აქედან 500 კილომეტრშია. არ შევწყვეტ შიმშილობას სანამ მოძალადე პოლიციელები არ დაისჯებიან, არ უნდა შერჩეთ, შემდეგ სხვასაც გააწამებენ. ხვალ ბავშვები ბაღში უნდა წამეყვანა არც ფული აქვთ, არც მე დამრჩა ფული მანქანასაც არ მეუბნებიან სად წაიყვანეს სადაც ფული მაქვს."-გვიყვება ფუტკარაძე.

 

'.$TEXT['print'].'