ჩამოართმევენ თუ არა ოზურგეთის მაღალჩინოსნებს ურეკსა და შეკვეთილში "შეძენილ" მიწებს - აუდიტის სკანდალური დასკვნა
ავტორი: გურიის მოამბე
ჩამოართმევენ თუ არა ოზურგეთის მაღალჩინოსნებს ურეკსა და შეკვეთილში "შეძენილ" მიწებს - აუდიტის სკანდალური დასკვნა

ჩამოართმევენ თუ არა ოზურგეთის მაღალჩინოსნებს ურეკსა და შეკვეთილში "შეძენილ" მიწებს - აუდიტის სკანდალური დასკვნა

სახელმწიფო აუდიტს მერაბ წივწივაძის მიერ "ბლექსი არენას" ირგვლივ შეძენილ მიწებზე კითხვები აქვს

რამდენიმეთვიანი სამუშაოების შემდეგ ცნობილი ხდება, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2016-17 წლებში ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში გაავრცელა.

თუმცა ეს დოკუმენტი ჯერჯერობით ოფიციალურად არ გავრცელებულა.

ანგარიშიოთ ცნობილი ხდება რომ აღნიშნულ წლებში ქალაქ ოზურგეთისა და ოზურგეთის თემტა მუნიციპალიტეტებშია დგილი ქონდა არნახული მასშტაბის კორუფციას.

ამ პროცესს ჰქონდა ორგანიზებული ხასიათი და მასში ცართული იყო როგორც ერთი ასევე მეორე მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობა და მათი სამსახურები.

საბოლოო ჯამში მუნიციპალიტეტებმა განხორციელებული უკანონო ქმედებების სედეგად ათეულ მილიონობით ლარი იზარალეს.

ძირითადად ადგილობრივი მაღალჩინოსნები გაყალბებული ან საეჭვო ვითარებაში ჩატარებული აუქციონების გზით იტაცებდნენ მუნიციპალურ ქონებებს და დიდი ოდენობით მიწებს გურიის შავიზღვისპირა ზოლში, კონკრეტულად ურეკსა და შეკვეთილში.

ეპიზოდი პირველი:

"ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონებიოს მართვის სამსახურის უფროსმა "ბლექსი არენას" ირგვლივ 15 ათასი კვადრატული მეტრი მიწა შეიძინა 3 ათას ცხრაას ლარად, აღსანიშნავია, რომ ქონების შემძენი, მერაბ წივწივაძე არ იმყოფებოდა ინტერესთა კონფლიქტში, რადგან ქონება აუქციონზე გამოიტანა თვითმმართველმა თემმა - ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა, ხოლო წივწივაძე იყო ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სამსახურის უფროსი, თუმცა დაკავებული ტანამდებობიდან გამომდინარე , სავარაუდოდ მას მაინც შეეძლო გარკვეული გავლენა მოეხდინა ქონების პრივატიზების პროცესზე" - ნატქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესაბამისობის აუდიტის ოფიციალურ ანგარიშში.

აუდიტში მიიჩნევენ რომ, ამ  შესაბამისი პასუხისმგებელი პირების ქმედებების თუ უმოქმედობის შედეგად თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული ქონება მის რეალურ საბაზრო ღირებულებასთან შედარებით , არსებითად დაბალ ფასში გაიყიდა, რის გამოც "მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა მუნიციპალიტეტის ინტერესებს"-ნათქვამია შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში.

'.$TEXT['print'].'