კორუფცია სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების პროგრამაშიც? - აუდიტის სკანდალური ანგარიში
ავტორი: გურიის მოამბე
კორუფცია სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების პროგრამაშიც? - აუდიტის სკანდალური ანგარიში

"პასუხისმგებელი პირების მიერ ჩატარებული აღწერის შედეგად ირკვევა, რომ 532 ოჯახიდან 331 ოჯახზს არ გამოუყენებიას მიღებული მილიონი ლარის ღირებულების მასალა, მათ შორის უმრავლესობას ის დასაწყობებული, ხოლო რამდენიმეს უკვე გასხვისებული აქვს"- ნათქვამია ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში.

რამდენიმეთვიანი სამუშაოების შემდეგ ცნობილი ხდება, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2016-17 წლებში ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში გაავრცელა.

თუმცა ეს დოკუმენტი ჯერჯერობით ოფიციალურად არ გავრცელებულა.

ანგარიშით ცნობილი ხდება რომ, აღნიშნულ წლებში ქალაქ ოზურგეთისა და ოზურგეთის თემთა მუნიციპალიტეტებში ადგილი ჰქონდა არნახული მასშტაბის კორუფციას.

ამ პროცესს ჰქონდა ორგანიზებული ხასიათი და მასში ჩართული იყო, როგორც ერთი ასევე მეორე მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობა და მათი სამსახურები.

საბოლოო ჯამში მუნიციპალიტეტებმა განხორციელებული უკანონო ქმედებების შედეგად ათეულ მილიონობით ლარი იზარალეს.

ძირითადად ადგილობრივი მაღალჩინოსნები გაყალბებული ან საეჭვო ვითარებაში ჩატარებული აუქციონების გზით იტაცებდნენ მუნიციპალურ ქონებებს და დიდი ოდენობით მიწებს გურიის შავიზღვისპირა ზოლში, კონკრეტულად ურეკსა და შეკვეთილში.

კითხვითი ნიშნები არსებობს ასევე სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სარეაბილიტაციოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ხარჯვით ნაწილში:

"სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა 2016-17 წლებში 8 ხელშეკრულების ფარგლებში შეისყიდა მილიონ 359 ათასი ლარის ღირებულების სხვადასხვა სახის სამშენებლო მასალა, კერძოდ ხის მასალა, ცემენტი, არმატურა, ბლოკი, მოთუთიებული თუნუქი,  და სხვა. 2016 წელს აღნიშნული მასალები გადაეცა 87, ხოლო 2017 წელს 445 ოჯახს, რომლებსაც საკუთარი რესურსებით უნდა განეხორციელებინათ აღნიშნული სამუშაოები" - ნათქვამია დასკვნაში.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ "პასუხისმგებელი პირების მიერ ჩატარებული აღწერის შედეგად ირკვევა, რომ 532 ოჯახიდან 331 ოჯახზს არ გამოუყენებიას მიღებული მილიონი ლარის ღირებულების მასალა, მათ შორის უმრავლესობას ის დასაწყობებული, ხოლო რამდენიმეს უკვე გასხვისებული აქვს"

"სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების შესასწავლად აუდიტის ჯგუფმა შერჩევით დაათვალიერა დაზარალებული ოჯახები და გამოვლინდა, რომ ხშირ შემთხვევაში მასალები არის დასაწყობებული და გამოუყენებელი. იმის გამო, რომ მოსახლეობას შეიძლება არ გააჩნდეს სათანადო ცოდნა ან მატერიალური რესურსი სამშენებლო სამუშაოების საწარმოებლად, არსებობს რისკი, რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მათზე გადაცემული მასალები ვერ გამოიყენოს დანიშნულებისამებს, შესაბამისად ვერც პროგრამამ მიაღწიოს დასახულ მიზანს. ღონისძიებების დაგეგმვისას მუნიციპალიტეტი ვალდებული იყო გაეთვალისწინებინა ის რისკ ფაქტორები , რომლებსაც შეეძლო გავლენა მოეხდინა შედეგზე" - ნატქვამია აუდიტის დასკვნაში.

აუდიტი რეკომენდაციის სახით მიმართავს ოზურგეთის მერიას, რომ მან ამჯერად მაინც შეიმუსავოს კონტროლის მექანიზმები, რომ პროგრამამ მიაღწიოს დასახულ მიზანს და გაწეული დახმარებების გამოყენება მოხდეს დანიშნულებისამებრ.


'.$TEXT['print'].'