აუდიტის სამსახური გაკვირვებას გამოთქვამს ხელისუფლების მიერ ურეკის ადმინისტრაციული შენობის დემონტაჟის გამო
ავტორი: გურიის მოამბე
აუდიტის სამსახური გაკვირვებას გამოთქვამს ხელისუფლების მიერ ურეკის ადმინისტრაციული შენობის დემონტაჟის გამო

"მუნიციპალიტეტს შეეძლო უკეთესი შედეგის მიღება, კერძოდ შეენარჩუნებინა წინა წელს გარემონტებული ურეკის ადმინიტრაციული შენობა და ამბულატორია, ხოლო საბავშვო ბაღი აეშენებინა სხვა თავისუფალ ადგილას" - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში.

რამდენიმეთვიანი სამუშაოების შემდეგ ცნობილი ხდება, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2016-17 წლებში ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში გაავრცელა.

თუმცა ეს დოკუმენტი ჯერჯერობით ოფიციალურად არ გავრცელებულა.

ანგარიშიოთ ცნობილი ხდება რომ აღნიშნულ წლებში ქალაქ ოზურგეთისა და ოზურგეთის თემთა მუნიციპალიტეტებში ადგილი ქონდა არნახული მასშტაბის კორუფციას.

"დაბა ურეკში ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გააჩნდა ადმინისტრაციული შენობა, რომელშიც განთავსებული იყო გამგებლის წარმომადგენლის სამსახური და ამბულატორია. 2016 წელს მუნიციპალიტეტმა აღნიშნული შენობა გაარემონტა. 2-17 წელს კი მიმართა ერთ-ერთ საქველმოქმედო ფონდს ურეკის ადმინისტრაციული შენობის ადგილას საბავშვო ბაღის აშენების მოთხოვნით მიმართა. ამ მოტივით მოხდა შენობის დემონტაჟი და 2018 წელს დაიწყო საბავშვო ბაღის მშენებლობა. შენობის დანგრევის შემდეგ გამგებლის წარმომადგენლობვამ და ამბულატორიამ ფუნქციონირება გააგრძელა დაქირავებულ ფართში.

მუნიციპალიტეტის განმარტებით აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ ბაღის ასაშენებლად თავისუფალი ადგილი ვერ მოიძებნა.  საჯარო რეესტრის მონაცემებით კი მუნიციპალიტეტი, დაბა ურეკში  თავისუფალ ადგილებს ფლობს. სადაც მშენებლობა შესაძლებელი იქნებოდა, თუნდაც მაგალითად ყოფილი სახანძრო სამსახურის შენობა, რომელიც არ ფუნქციონირებს. შესაბამისად მუნიციპალიტეტის მოტივი მოყვანილი შენობის დემონტაჟის მიზეზად, არგუმენტად ვერ ჩაითვლება" - ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

 

'.$TEXT['print'].'