საკუთარი მანქანების რემონტში ბიუჯეტიდან გადახდილი ნახევარ მილიონი - აუდიტის დასკვნის სკანდალები
ავტორი: გურიის მოამბე
საკუთარი მანქანების რემონტში ბიუჯეტიდან გადახდილი ნახევარ მილიონი - აუდიტის დასკვნის სკანდალები

სახელმწიფო აუდტის დასკვნის შესაბამისად-მერაბ ჭანუყვაძისა და ბეგი სიორიძის დროს მერიასა და გამგეობას 150 მდე იჯარით აყვანილი ავტომობილი ემსახურებოდა, აქედან ყველა ავტომობილი მუნიციპალიტეტების თანამშრომელთა საკუთრება იყო , მათ შენახვაზე, საწვავსა და მოვლა პატრონობაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან თითქმის ნახევარი მილიონი ლარი (432 ათასი), დაიხარჯა.

რამდენიმეთვიანი სამუშაოების შემდეგ ცნობილი ხდება, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2016-17 წლებში ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში გაავრცელა.

თუმცა ეს დოკუმენტი ჯერჯერობით ოფიციალურად არ გავრცელებულა.

ანგარიშით ცნობილი ხდება რომ აღნიშნულ წლებში ქალაქ ოზურგეთისა და ოზურგეთის თემთა მუნიციპალიტეტებშია ადგილი ქონდა არნახული მასშტაბის კორუფციას.

ეპიზოდი მესამე

ოზურგეთის ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები თანამდებობრივი საქმიანობისათვის საკუთარ მანქანებს ქირაობდნენ-მათ რემონტში კი ნახევარ მილიონი ლარი დაიხარჯა

"ყველა შემთხვევაში დაქირავებული ავტომობილები იყო მუნიციპალიტეტების თანამშრომელთა საკუთრება. აღნიშნული მანქანების ექსპლოატაციისათვის, დამტკიცებული საწვავის მოხმარების ლიმიტების შესაბამისად 2016-2017 წლებში დახარჯულია 436 ატას 200 ლარი. აყვანილი ავტომობილების გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტების მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყენებული  სატრანსპორტო საშუალებების რიცხოვნობა რამდენჯერმე აღემატებოდა მთავრობის დადგენილებით რეკომენდირებულ ზღვრულ ოდენობას. ამდენად 2016-2017 წლებში არც ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია და არც ოზურგეთის თემტა გამგეობა, არ ითვალისწინებდა მთავრობის აღნიშნულ რეკომენდაციას"-ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

სახელმწიფო აუდიტის ხელთ არსებული მონაცემებით:"2016 წელს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სარგებლობდა ბალანსზე დარიცხული 5 და დაქირავებული 50 ავტომობილით. ხოლო 2017 წელს სარგებლობდა საკუთარი 4 და დაქირავებული 53 ავტომანქანით. თვითმმართველი თემი 2016 წელს 7 საკუთარი და 74 იჯარით აყვანილი ავტომობილით სარგებლობდა, ხოლო 2017 წელს 7 საკუთარი და 81 იჯარიტ აყვანილი ავტომობილებით.

'.$TEXT['print'].'