გურიის ყოფილი გუბერნატორის დედას მისი მეზობელი თავდასხმაში ადანაშაულებს
ავტორი: გურიის მოამბე
გურიის ყოფილი გუბერნატორის დედას მისი მეზობელი თავდასხმაში ადანაშაულებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში მცხოვრები ზაირა კოპალიანი ირწმუნება, რომ მას დღეს თავს "ქართული ოცნების" მოქმედი ლიდერის და გურიის ექს გუბერნატორის, მერაბ ჭანუყვაძის დედა დაესხა.

დაზარალებული თვითმხილველებმა ქალაქ ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის ექიმის კაბინეტში შეიყვანეს და იქვე აღმოუჩინეს მას დახმარება.

ახლა გთავაზობთ დაზარალებულისა და რამდენიმე თვითმხილველის კომენტარებს, "გურიის მოამბე" ცდილობს მეორე მხარესთან დაკავშირებას და მის კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ზაირა კოპალიანი-შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ვიცე პოლკოვნიკ თედო ჭანუყვაძის დედა: „დღეს დილით ჩამოვყევი შემოქმედიდან სამარშრუტო ტაქსს ქალაქში,შვილიშვილისთვის უნდა მიმეკითხა სკოლაში. გურიის ყოფილი გუბერნატორის,მერაბ ჭანუყვაძის დედაც (ეთერი ხომერიკი-მერაბ ჭანუყვაძის დედა), მჯდარა იქვე,ჩასაფრებული ელოდა ჩემს ჩამოსვლას, სამი ნაბიჯი გადავდგი და მეცა მკლავში და დამიწყო ჯაჯგური,ყვიროდა და ლანძღავდა ჩემს შვილს,მოღალატე,გარეწარი და მსდია კივილ-წივილით ეკლესიამდე, ვეხვეწებოდი ქუჩაში არ გაგვერჩია ეს ამბავი,რომ ეს ჩვენ შვილებს უნდა გაერკვიათ და არა ჩვენ..პატრულის მანქანაც იდგა იქვე ახლოს,მაგრამ მე არ მიმიმართავს,მოვერიდე საქმის ასე გართულებას,ისევ ჩვენი შვილების გამო.ჩემს ეზოში არიან მისი შვილები დაზრდილები და სიყვარულის და სიამტკბილობის მეტი ცუდი არაფერი მახსოვს.მერე გავხდი ძალიან ცუდად,ამიწია წნევამ,ძლივს მოვაღწიე მეორე საჯარო სკოლამდე,ნახევრად არაფერი მახსოვს,ძალიან ცუდად ვიყავი,შემომიყვანეს ექიმთან,ასეთ მდგომარეობაში მნახა ასევე ერთერთმა პედაგოგმა.ექიმმა გადამარჩინა,უკვე უკიდურესად მძიმედ ვიყავი.

"პაციენტი შემოვიდა ძალიან მძიმე მდგომარეობაში,გონების დაკარგვის სიმპტომებით, წნევა დაფიქსირდა 245, ძლიერი კრუნჩხვა, ჰქონდა,კანკალი,ჰიპერტონული კრიზი,გავუწიე პირველადი სამედიცინო დახმარება,მდგომაარეობა სტაბილურია ამ დროისთვის"-გვიამბო ქალაქ ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის ექიმმა, მარინა ტოტოჩავამ.

„ქალბატონი ვნახე იყო ძალიან ცუდათ,მისდიოდა გული,ეხუთებოდა სული,სტენოკარდიული შოკი ჰქონდა და ძლიერი ტკივილი გულის არეში.მდგომარეობა იყო კრიტიკული.ექიმის დახმარებით ახლა უკვე ნორმალურადაა ქალბატონი-გვიამბო თვითმხილველმა-თამარ კოპალიანმა.

„ქალბატონი შემოვიდა ბავშის წასაყვანად და იყო ძალიან ცუდად,სახეზეც ემჩნეოდა აღელვებული და გაფითრებული იყო,კი თქვა რომ რაღაც შეემთხვა გზაში,მალევე შეიყვანეს ექიმთან.ნამდვილად ძალიან ცუდად იყო"-გვიამბო მეორე საჯარო სკოლის პედაგოგმა-ირმა ჯანიაშვილმა.

ცნობისათვის გურიის ყოფილი გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე და შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ვიცე პოლკოვნიკი თედო ჭანუყვაძე მეზობლები და ახლო ნათესავები არიან. ორთავე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში ცხოვრობს.

გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის მწვავე დაპირისპირება, რომელიც შემდეგ ოჯახურ კონფლიქტში გადაიზარდა, გასული წლის ადგილობრივი არჩევნების დროს დაიწყო. მისი მიზეზი, არსებული ინფორმაციით, არჩევნებზე ვიცე პოლკოვნიკის ოჯახის მხრიდან სახელ;ისუფლო კანდიდატის, ბეგი სიორიძის მხარდაჭერაზე უარის თქმა გახდა.

ამ კონფლიქტს უკავშირდება მიმდინარე წლის დასაწყისში, სოფელ შემოქმედის ცენტრში, ათეულობით თვითმხილველის თვალწინ მომხდარი ინცინდენტი, როცა, გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, მოქმედი გუბერნატორის რანგში მყოფმა მერაბ ჭანუყვაძემ გურიის პოლიციის მაშინ მოქმედი მაღალჩინოსანი, ვიცე პოლკოვნიკი თედო ჭანუყვაძე რამდენიმე კრიმინალური ავტორიტეტის დახმარებით სცემა.

გურიის პოლიციას, მომხდარზე, დღემდე არანაირი რეაგირება არ მოუხდენია.


'.$TEXT['print'].'