სპორტი სასახლეში ბერძნულ -რომაულ ჭიდაობაში ოზურგეთის პირველობა გაიმართა
ავტორი: გურიის მოამბე
სპორტი სასახლეში ბერძნულ -რომაულ ჭიდაობაში ოზურგეთის პირველობა გაიმართა

29-30 სექტემბერს ოზურგეთის  ვახტანგ ბლაგიძის სახელობის სპორტის სასახლეში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, კადეტებსა და 15 წლამდე ჭაბუკებს შორის , სხვადასხვა წონით კატეგორიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პირველობა  გაიმართა.

აღნიშნულმა რაიონულმა პირველობამ მუნიციპალიტეტის გუნდი ჩამოაყალიბა, რომელიც სამომავლოდ სხვადასხვა საერთაშორისო თუ საქართველოს მასშტაბით გამართულ ტურნირებში იჭიდავებენ.

 ასპარეზობაში მონაწილეობას  მოტივირებული და  ძლიერი  ბავშვები იღებდნენ, რომელთა ჭიდაობამაც ტურნირი სანახაობრივად აზარტული და საინტერესო გახადა.

ფართომასშტაბიან საჭიდაო ასპარეზობას,   სპორტის მოყვარულებთან და მესვეურებთან, სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელ პირებთან  ერთად,  ოზურგეტის მუნიციპალიტეტის მერი, კოტე შარაშენიძე ეწრებოდა. რომელმაც ტურნირში მონაწილე სპორტსმენები, მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვა.

ტურნირის საუკეთესო მოჭიდავეებად : გიორგი ტაკიძე და ლუკა ჯავახაძე აღიარეს. მოჭიდავეებს  საჩუქრად სპეციალური თასები გადაეცათ.

 ოზურგეთის პირველობისთვის  ჭაბუკები მწვრთნელებმა : გურამ მაჭარაშვილმა, ძმებმა ზურბიანებმა, კახაბერ აბაშიძემ, ბექა ჩოფლიანმა, თენგიზ მუკირმა, თენგიზ ლაბაძემ, გურამ აბაშიძემ, ლაშა დოლიძემ  და  ლაშა ქადეიშვილმა მოამზადეს.

რაიონული პირველობა კადეტებსა და 15 წლამდე ჭაბუკებს შორის  ოზურგეთის მასშტაბით  სამ წელზე მეტია არ ჩატარებულა. 

აღნიშნული ტურნირი   ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების  ორგანიზებით გაიმართა.

 

'.$TEXT['print'].'