ქართუ: ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკები 2019 და 2020 წლებში გაიხსნება
ავტორი: გურიის მოამბე
ქართუ: ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკები 2019 და 2020 წლებში გაიხსნება

ფონდი ქართუს განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკები 2019 და 2020 წლებში გაიხსნება. 

"ბოლო პერიოდში, მედიით გავრცელდა უამრავი არასწორი ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის მიერ ინიცირებული ორი დენდროლოგიური პარკის მოწყობის შესახებ. მხედველობაში მისაღებია ისიც, რომ რიგ შემთხვევებში, პოლიტიკურად ანგაჟირებულმა მედიასაშუალებებმა განგებ არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს.

თემისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, საჭიროდ მივიჩნევთ ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ სოფელ წვერმაღალასთან არსებული პარკი გაიხსნება 2019 წლის გაზაფხულზე, ხოლო შეკვეთილის დენდროპარკის გახსნა დაგეგმილია 2020 წლის ზაფხულში.

გახსნისთანავე, ორივე პარკი ღია იქნება საზოგადოებრივი სარგებლობისთვის" - აცხადებს ფონდი ქართუ.

ორი წელია, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკებისთვის, ასწლოვანი ხეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან გადააქვთ. პარკამდე "მისასვლელად", არაერთმა ხემ ზღვითაც იმოგზაურა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, "სულ 120 ხეზე არის საუბარი და რაც დამრჩა კიდე შემოსატანი რამდენიმე, 140-მდე შეიძლება ავიდეს".

'.$TEXT['print'].'