შრომაში, ოხოჯურის უბანში 35 წლის შემდეგ გზა პირველად კეთდება
ავტორი: გურიის მოამბე
შრომაში, ოხოჯურის უბანში 35 წლის შემდეგ გზა პირველად კეთდება

შრომის თემში, ოხოჯურის დასახლებაში რთული საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ ადგილობრივ მოსახლეობას გზის რეაბილიტაციის პირობა გასულ კვირას ადგილზე შეხვედრის დროს მისცა. 
მუნიციპალური ტექნიკა მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებს. 
როგორც ადგილობრივები ამბობენ, აქ მუდმივად გზის პრობლემა დგას. დაღვარული გზების გამო მაღალი გამავლობის ტრანსპორტიც ვერ ადის და სეზონზე ციტრუსის რეალიზება უჭირთ. 
აღნიშნულ მონაკვეთზე რკინა-ბეტონის საფარი მოეწყობა.

"ეს რა გვეღირსა, ამდენი წელია ამ გზის პრობლემა არ გადაწყვეტილა. 35 წელია გათხოვილი ვარ ამ უბანში და მას მერე სულ იმას ვითხოვთ, რომ როგორმე გზის საკითხი მოგვარებულიყო"-ამბობენ ადგილობრივები. 

'.$TEXT['print'].'