"ალეგრობა 2018"-ოზურგეთში სახალხო დღესასწაულისთვის ემზადებიან
ავტორი: გურიის მოამბე
"ალეგრობა 2018"-ოზურგეთში სახალხო დღესასწაულისთვის ემზადებიან

ა ლ ე გ რ ო  ბ ა 2018

 ოზურგეთი მუნიციპალიტეტის მერია და რეგიონალური ფოლკლორული ფესტივალი "ფუძეობა" ქალაქის მთავარ დღესასწაულზე "ალეგროობაზე" გეპატიჟებათ!!!
#დაუბრუნდიერთიდღითშენსფუძეს!
12 ოქტომბერს, 14:00 საათიდან ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია:
 პროფესიული კოლეჯი ,,ჰორიზონტი" - მასტერკლასები და სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა; 
 ოზურგეთის სურათების გალერეა - ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა;
საბავშვო კონცერტი და თეატრალური წარმოდგენები ჭადრების ბაღში; 
 სპორტული აქტივობები: მკლავჭიდი, ნარდი, ჭადრაკი;
 ხატვისა და ქარგვის მასტერკლასები.
 ეთნოგრაფიულ კუთხეებში, წარმოდგენილი იქნება სამივე მუნიციპალიტეტი: ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური;
 მოეწყობა გურული კერძებისა და ღვინის დეგუსტაცია;
პროექტ „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით გაიმართება ადგილობრივი მეწარმეების სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოფენა. 
 მოეწყობა სწრაფი კვების კუთხე;
 ფოტო გადაღება (მელოგრამი, გიფ-აპარატი)
 ევროკავშირის პროექტის "რა ყოფილა გურიას" ფარგლებში ფოლკლორის ცენტრში გაიმართება საიმიჯო ვიდეორგოლის ჩვენება, რომელიც ეხება გიორგი სალუქვაძის სახელობის სახლ-მუზეუმის მაგალითზე გურული ეთნოგრაფიისა და ფოლკლორის პოპულარიზაციას. 
17:00 საათზე გაიმართება კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორული, ქორეოგრაფიული და საესტრადო ანსამბლების მონაწილეობით.
20:00 საათზე გალა კონცერტი ქართული ესტრადის ვარსკვლავების: დავით გომართელის, ლიზა ბაგრატიონის, ნეკა სებისკვერაძის და ანსამბლ „შვიდკაცას“ მონაწილეობით. 
გაიმართება საპატიო ოზურგეთელების დაჯილდოვება;
საზეიმო ღონისძიებები ფოიერვერკით დასრულება; 
 დასწრება თავისუფალია!!!

'.$TEXT['print'].'