გამოხმაურება ტვ "იმედში" გასულ სიუჟეტზე:"ეს დარტყმა ამომრჩევლის მიმართაც არის განხორციელებული!"
ავტორი: გურიის მოამბე
გამოხმაურება ტვ "იმედში" გასულ სიუჟეტზე:"ეს დარტყმა ამომრჩევლის მიმართაც არის განხორციელებული!"

ოზურგეთში მცხოვრები კოტე შავიშვილი, "იმედის კვირაში" ოზურგეთის მერის საქმიანობაზე გასულ მასალას ეხმიანება და საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გურიის გუბერნატორისადმი მიმართვას ავრცელებს:

"გუშინწინ, TV იმედმა, წინა საიმპიჩმენტო საარტილერიო მომზადებისათვის ოზურგეთის მერიაზე და მერზე აბდაუბდა ბომბარდირება განახორციელა. ''იმედმა''თავისი შეტევის გასამართლებლად საკმარისად ძველი კადრებიც გამოიყენა და დამანგრეველი მტკიცებულებების სადემონსტრაციოდ, ფლანგებიდან სტაჟიანი მომჩივან- პროტესტანტებიც გამოიწვია.
თვით, ერთპარტიული საბჭოთტელევიზიაც კი,ბოლო ხანებში ერიდებოდა, განაწყენებულ,თანამდებობიდან განთავისუფლებულ და დაბოღმილ რესპოდენტებთან ინტერვიუს და გამოწოვილი მასალების ფაბრიკაციას,ვინმეს ან რაიმეს წინააღმდეგ რომ გამოეყენებინათ!
სამწუხაროდ იმედის წამყვანმა ჟურნალისტმა,ჩიხლაძემ, უაპელაციოდ,უდანაშაულობის პრეზუმფცია უხეშად დაარღვია და საზოგადოებას წინასწარ,პროვოკაციულად ამცნო ოზურგეთის მერის შარაშენიძის შესაძლო დაკავებაზე! სხვებთან ერთად მიმაჩნია რომ გურიის გუბერნატორი სპეციალურად დაინტერესდეს ამ საკითხებით.ოზურგეთის მერი ოზურგეთის მოსახლეობამ,არც თუ დიდი ხნის უპრეცედენტო ვითარებასსა და პირობებში აირჩია და ეს დარტყმა ამომრჩევლის მიმართაც არის განხორციელებული!!"-წერს შავიშვილი.

'.$TEXT['print'].'