"მთელი ოზურგეთი ფეხზე დავდგებით, კოტე შარაშენიძეს თმის ერთი ღერიც რომ ჩამოუვარდეს"-რას სთხოვს ოზურგეთელები ხელისუფლებას
ავტორი: გურიის მოამბე
"მთელი ოზურგეთი ფეხზე დავდგებით, კოტე შარაშენიძეს თმის ერთი ღერიც რომ ჩამოუვარდეს"-რას სთხოვს ოზურგეთელები ხელისუფლებას

"მთელი ოზურგეთი ფეხზე დავდგებით, კოტე შარაშენიძეს ერთი ღერი თმა რომ ჩამოუვარდეს. გული შეგვტკივა ამ კაცზე. ის არის ხალხის არჩეული და გეუბნებით, რომ მიიღებენ რევოლუციას. იმიტომ ვერ იტანენ ამ კაცს, რომ "ოცნების" კადრი არ იყო და დამოუკიდებელ კანდიდატად გავიდა? იმას რატომ არ უყურებენ რა გაიყიდა, რატომ გაიყიდა. გასხვისდა ნახევარი ოზურგეთი. მაშინ სად იყო ეს ჟურნალისტები? სად იყო მაშინ, როცა ბიუჯეტის ფულებით, პირად კეთილდღეობას იწყობდნენ, ეს რატომ გამოეპარათ? რასაც ბიუჯეტი აძლევს, იმას ჩვენთვის აკეთებს. ნარუჯაში ქარმა სახურავი რომ ახადა სახლებს. გვიანობამდე იდგა იქ ჩვენს გვერდით. მისი ხელით იმუშავა, იმდენმა წვიმამ გადაირა მის ზურგზე, მანქანაშიც არ დამჯდარა.

მთავრობამ ხალხს მოგვხედოს, ის სჯობს. მთელი ოზურგეთი დავდგებით ფეხზე. ჩვენს არჩეულ მერს, ჩვენ თვითონ გავიტანთ. რას ინტრიგნობენ და რას მაიმუნობენ? რა ამბავია? რა არის ეს? ნუ გვეთამაშებიან ნერვებზე. ვინ არიან ის ადამიანები, კოტეს რომ ებრძვიან? რა ავტორიტეტი აქვთ ოზურგეთში? რა უკეთებიათ, ვინ სცემს მათ პატივს? სჯობს გაჩუმდნენ. ჩვენ ეს გვითქვამს, თორემ დავანახებთ ხალხის ძალა რაშია. თბილისამდე ჩავალთ და ისე გავაგებინებთ ჩვენს სათქმელს მთავრობას. რატომ ვერ იტანენ ადამიანს, რომელიც ადამიანურ ენაზე გვესაუბრება? ის სჯობდა დედის გინებით რომ ყრიდა ხალხს კაბინეტიდან? აჭარლებს რომ გვაგინა, იმაზე რატომ არ რეაგირებდა ხელისუფლება? იქ ვიდექი, რომ შეიგინა და მოუწია კარტოფილების დაყრა თავზე"-ამ განცხადებით დაბა ნარუჯის მცხოვრებმა, მზევინარ შავაძემ მოგვამრთა, რომელიც, გვეუბნება, რომ ის ჩვენამდე ათობით ადამიანის სახელით მოვიდა, ვინც მასავით, ოზურგეთის აგრარულ ბაზარში მუშაობს და იმ უმსგავსობას, რაც ახლა ოზურგეთის მერის წინააღმდეგ არის აგორებული, თუ საჭირო გახდება ქუჩაშიც გააპროტესტებს. 

"ამდენი ხანია ვაკვირდებით მოვლენებს. ველოდებოდით, როდის შეაწუხებდათ ამ ხალხს სინდისი, რომ ხმა არ აქვთ ამოსაღები და გაჩუმებულიყვნენ. ჩვენ ვაპირებდით განცხადების დაწერას, რომ ეს დაბეჭდილიყო, მოვედი იმ ხალხის თხოვნით და სახელით. აქ ყველა ხომ ვერ მოვიდოდით? სათქმელი მოვიტანე თქვენამდე და ეს გვინდა გაიგონ იმ ადამიანებმა, მთელი ცხოვრება ინტრიგების მეტი რომ არაფერი გამოსვლიათ. ხალხის ძალა დავანახეთ ჩვენ მაგათ არჩევნებზე და ახლა უფრო მეტს ვიზამთ"-გვეუბნება ქალბატონი. 

 

'.$TEXT['print'].'