ოზურგეთში ქალაქის ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთში ქალაქის ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო

ოზურგეთში ქალაქის ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას აგრძელებს. 

სანაპიროს ქუჩის რეაბილიტაციას  შპს „ფემინი კონსტრაქშენ გრუპი“ ახორციელებს . 

ასფალტის საფარი  2 096 მ. სიგრძის მონაკვეთზე დაიგება. 

სანაპიროს ქუჩიდან ტექნიკა ჯორჯიაშვილის, ინგოროყვას და ლანჩხუთის ქუჩებზე გადაინაცვლებს.  

სამუშაოების ღირებულება 837 000 ლარს შეადგენს.

პროექტი ფინანსდება რეგიონში განსახორცილებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით. 

მიმდინარე სამუშაოებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძე და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელი - მიხეილ შალამბერიძე გაეცნენ.  

'.$TEXT['print'].'