ხვალ ოზურგეთში სახალხო დღესასწაული "ალეგროობა" გაიმართება-დაგეგმილი ღინისძიებები
ავტორი: გურიის მოამბე
ხვალ ოზურგეთში სახალხო დღესასწაული "ალეგროობა" გაიმართება-დაგეგმილი ღინისძიებები

ა ლ ე გ რ ო ო ბ ა 2018

 ოზურგეთი მუნიციპალიტეტის მერია და რეგიონალური ფოლკლორული ფესტივალი "ფუძეობა" ქალაქის მთავარ დღესასწაულზე "ალეგროობაზე" გეპატიჟებათ!!!
#დაუბრუნდიერთიდღითშენსფუძეს!
 12 ოქტომბერს, 14:00 საათიდან ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია:
პპროფესიული კოლეჯი ,,ჰორიზონტი" - მასტერკლასები და სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა;
 ოზურგეთის სურათების გალერეა - ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა;
 საბავშვო კონცერტი და თეატრალური წარმოდგენები ჭადრების ბაღში;
 სპორტული აქტივობები: მკლავჭიდი, ნარდი, ჭადრაკი;
 ხატვისა და ქარგვის მასტერკლასები.
 ეთნოგრაფიულ კუთხეებში, წარმოდგენილი იქნება სამივე მუნიციპალიტეტი: ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური;
 მოეწყობა გურული კერძებისა და ღვინის დეგუსტაცია;
 პროექტ „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით გაიმართება ადგილობრივი მეწარმეების სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოფენა.
 მოეწყობა სწრაფი კვების კუთხე;
 ფოტო გადაღება (მელოგრამი, გიფ-აპარატი)
 ევროკავშირის პროექტის "რა ყოფილა გურიას" ფარგლებში ფოლკლორის ცენტრში გაიმართება საიმიჯო ვიდეორგოლის ჩვენება, რომელიც ეხება გიორგი სალუქვაძის სახელობის სახლ-მუზეუმის მაგალითზე გურული ეთნოგრაფიისა და ფოლკლორის პოპულარიზაციას.
17:00 საათზე გაიმართება კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორული, ქორეოგრაფიული და საესტრადო ანსამბლების მონაწილეობით.
 20:00 საათზე გალა კონცერტი ქართული ესტრადის ვარსკვლავების: დავით გომართელის, ლიზა ბაგრატიონის, ნეკა სებისკვერაძის და ანსამბლ „შვიდკაცას“ მონაწილეობით.
 გაიმართება საპატიო ოზურგეთელების დაჯილდოვება;
საზეიმო ღონისძიებები ფოიერვერკით დასრულება;
 დასწრება თავისუფალია!!!
 მობრძანდით!!!
#გურია #ოზურგეთი2018 #ალეგროობა2018 #ფუძეობა2018

ოფიციალური ინფორმაცია

'.$TEXT['print'].'