რუსეთში საქართველოს მოქალაქეები საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ
ავტორი: გურიის მოამბე
რუსეთში საქართველოს მოქალაქეები საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ

რუსეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს პრეზიდენტის არჩევის შესაძლებლობა არ მიეცემათ.

ამის შესახებ რუსულ მედიას ქვეყნის ცესკო-ში განუცხადეს.

„საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა საქართვეოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ 43 ქვეყნის 59 საარჩევნო უბანზე, თუმცა რუსეთის ტერიტორიაზე საარჩევნო უბნები არ გაიხსნება. ამის მიზეზი დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობაა“, – განაცხადეს რუსეთის ცესკო-ში.

შეგახსენებთ, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

წყარო:2020news.ge

 

'.$TEXT['print'].'