ოზურგეთელი ჯაბა ონიანი გლობალ ტაეკვანდოში ევროპის ჩემპიონი გახდა
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთელი ჯაბა ონიანი გლობალ ტაეკვანდოში ევროპის ჩემპიონი გახდა

2018 წლის 4-7 ოქტომბერს სომხეთის დედაქალაქ ერევანში ევროპის ჩემპიონატი  გლობალ ტაიკვანდოში  ჩატარდა.

შადაც, 14 ქვეყნის 512 სპორტმსმენი ღებულობდა მონაწილეობას. შეჯიბრი ჩატარდა 18 წლამდე სპორტსმენებში და პლიუს 18 წელს ზევით. 4 ოქტომბერს მიმდინარეობდა სპორტსმენთა და მწვრთნელთა რეგისტრაცია.

5 ოქტომბერს ჩატარდა ჩემპიონატი კატებში (ჰიონგებში) 6 ოქტომბერს ჩატარდა მასოგში (სპარინგებში) ფერად ქამრებში. 7 ოქტომბერს კი ჩატარდა  შეჯიბრება მასოგში (სპარინგებში) შავ ქამრებში.

ტურნირი  საკმაოდ  მაღალ  დონეზე  იყო  ორგანიზებული და გახსნის ცერემონიალიც  გრანდიოზული  იყო.

ოზურგეთიდან ამ შეჯიბრში ოფიციალურად იყო მიწვეული ოზურგეთის ტაეკვონდოს სკოლის მწვრთნელი ირაკლი ტუღუში.

ისი მგაზვრობის, კვებისა და სასტუმროს თანხა დააფინანსა მერიამ ოზურეგთის სპორტისა და გაერთიანების ცენტრმა რისთვისაც მადლობას ვუხდი.

ოზურგეთის ტაეკვონდოს სკოლიდან ამ შეჯიბრში მონაწილეობას იღებდა ჯაბა ონიანი. დაბ 1997 წელს. მან ორი ბრძოლა იბრძოლა და გახდა ევროპის ჩემპიონი გლობალ ტაეკვონდოში 54 კილოგრამში პირველი ბრძოლით დაამარცხა უკრაინელი სპორტსმენ ხოლო ფინალურ ორთაბრძოლაში მან სძლია სომეხ სპორტსმენს.

გუნდურ გათვლაში პირველი ადგილი დაიკავა რუსეთის ნაკრებმა მეორე სომხეთის ხოლო მესამე ყაზახეთის ნაკრებმა. საქართველოში ოზურგეთშიშეჯიბრის ჩატარებისშემთხვევაში ჩამოსვლის სურვილი გამოთქვა, სომხეთის, უკრაინის, რუსეთის, მოლდოვის და ბელორუსიის გუნდებმა.

გადაწყდა, რომ 2019 წლის ევროპის ჩემპიონატი გაიმართება რუსეთში ქ. კაზანში. ხოლო 2020 წელს მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება ბულგარეთში.

ირაკლი  ტუღუში

'.$TEXT['print'].'