"ჩხარტიშვილი არის შიკრიკი, რომელმაც ამბავი უნდა მიიტანოს და წამოიღოს"
ავტორი: გურიის მოამბე
"ჩხარტიშვილი არის შიკრიკი, რომელმაც ამბავი უნდა მიიტანოს და წამოიღოს"

ჩხარტიშვილი არის შიკრიკი, რომელმაც ამბავი უნდა მიიტანოს და წამოიღოს, - ამის შესახებ „იბერიას“ დამფუძნებელმა, ნატო ჩხეიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. 

როგორც ჩხეიძემ განაცხადა, ბოლოს გავრცელებულ ჩანაწერში არანაირი მონტაჟი არ არს და მისი გადამოწმება ნებისმიერ ექსპერტიზაზე შეიძლება.

„ის საუბარი, რაც ბოლო ჩანაწერში ისმის, ერთი ამოსუნთქვით არის, ანუ ის არ არის დამონტაჟებული და ამის შემოწმება ყველანაირი საშუალებით შეიძლება. იქ ჩანს, რომ ადამიანს ძალიან ეამაყება და ეტრაბახება თავისი საქციელი. იმ ვითარებაში, რა ვითარებაშიც ყვება, არაფერი აიძულებს, თუ არა თავისი სიამაყე, თუ როგორი საქმე ჩაიდინა. როდეასც საუბრობს, რომ პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შეხვდა, მას ძალიან მოსწონს თავი, ანუ ადამიანი, რომელიც ოფიციალურად ბიზნესმენია და არანაირი შეხება არ აქვს ოფიციალურ საკითხებთან და პოლიტიკასთან, ასეთ საქმეებშია ჩართული და ამას საუბრობს.

ზუსტი და სწორი ჩხარტიშვილის ნათქვამიდან არის ის, რომ ინტერესით ელოდება. რა თქმა უნდა ის ინტერესით ელოდება, ვერ ვიტყვი რომ პოპკორნს მიირთმევს, საკმაოდ აღელვებული მეჩვენება. საკმაოდ მძიმეა, როდესაც პუტინის ადმინისტრაციასთან რაღაც ამბები მიაქვს და მოაქვს. ჩხარტიშვილი არის შიკრიკი, რომელმაც ამბავი უნდა მიიტანოს და წამოიღოს. მე ვყოფილვარ რუსეთში შეხვედრებზე, ეს იყო ღია შეხვედრები და კამერების წინაშე იცოდნენ, თუ რას ვსაუბრობდით“, - აღნიშნა ნატო ჩხეიძემ.

'.$TEXT['print'].'