გურია, გურული ეთნოგრაფია და გიორგი სალუქვაძე-ხვალ საიმიჯო კლიპის პრეზენტაცია გაიმართება
ავტორი: გურიის მოამბე
გურია, გურული ეთნოგრაფია და გიორგი სალუქვაძე-ხვალ საიმიჯო კლიპის პრეზენტაცია გაიმართება

12 ოქტომბერს 15 საათზე ოზურგეთის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საიმიჯო ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც ეხება გურიას, გურულ ეთნოგრაფიას და საქართველოს სახალხო არტისტის გიორგი სალუქვაძის მრავალმხრივი მოღვაწეობის მთავარ ფრაგმენტებს.

საიმიჯო ვიდეორგოლი მომზადებულია Studio MSX- ის მიერ. პროექტს ,,მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის“ ევროკავშირი აფინანსებს, რომელიც უპრეცედენტოა და მიზნად ისახავს გურიის რეგიონში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას.

პროექტს ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები ორ არასამთავრობო ორგანიზაციასთან - სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტსა და ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრ -"პროგრესის სახლთან"ერთად ახორციელებს.

'.$TEXT['print'].'