რომელ საპრეზიდენტო კანდიდატს უჭერენ მხარს ოზურგეთში-ქუჩის გამოკითხვა
ავტორი: გურიის მოამბე
რომელ საპრეზიდენტო კანდიდატს უჭერენ მხარს ოზურგეთში-ქუჩის გამოკითხვა

რიგით მეშვიდე საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 2018 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკური ტემპერატურა ქვეყანაში უფრო მეტად მატულობს. მართალია, ხელისუფლება "დამოუკიდებელ და ზეპარტიულ" კანდიდატის ამომრჩევლებტან შეხვედრების ორგანიზებაში მთელი რესურსით არის ჩართული და წამყვანი სიტყვაც სალომე ზურაბიშვილის გამოსვლამდე, სწორედ "ოცნების" ლიდერებს ერგებათ, სხვადასხვა გამოკითხვებით, ჯერ ჯერობით გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს. ზურაბიშვილტან შედარებით მაღალი რეიტინგი აქვს დავით ბაქრაძესაც. 

სხვადასხვა სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, საპრეზიდენტო კანდიდატტა პირველ სამეულში სწორედ ვაშაძე, ბაქრაძე და ზურაბიშვილი არიან. ~

მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატების ამომრჩევლებტან შეხვედრების დროს ძირითადად ოპონენტების გაკიცხვით არიან დაკავებულები და ყველაზე ცოტას სწორედ პროგრამაზე საუბრობენ, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს.

რას ფიქრობენ გურულები და რა პრინციპებით ირჩევენ კანდიდატს, ამ საკითხზე "გურიის მოამბემ" ქუჩის გამოკითხვა ჩაატარა და ადგილობრივების აზრი მოისმინა: 

1. მარინა თუთბერიძე- ეს ჩემი არჩევანია,  თუ ვის  ვენდობი საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით და იქ გამოვხატავ ჩემს  აზრს. მე ქართულ ძალას ვენდობი. ქართული ძალა მინდა  და არის ასეთი კანდიდატი  არჩევნებზე. კარგი მოლოდინები მაქვს.

2.  ნინო ბარამიძე-  მე ვერ ვერკვევი მაგ საქმეში. არ მაქვს გადაწყვეტილი წავალ თუ არა არჩევნებზე  და არც არაფერი არ მაქვს გადაწყვეტილი.

3. ქეთევან ქადიეშვილი - ჯერ არა მაქვს გადაწყვეტილი,თუ ვის მივცემ ხმას ამ არჩევნებში. არჩევნებზე აუცილებლად  მივდივარ. დიდი იმედები კი მაქვს, უკეთესებოსიკენ წასვლის. მინდა ხალხი ბედნიერი იყოს და ნორმალურად ცხოვრობდეს. პირველ რიგში, მინდა მშვიდობა იყოს. მშვიდობა რომ იქნება, ყველაფერი კარგად იქნება.  ღმერთმა ნუ  ქნას, რომ ისეთი პრეზიდენტი მოვიდეს რომ მშვიდობა საფიქრალი იყოს.

4. გიორგი იობიშვილი - კაი კანდიდატი  გვინდა, კაი. რა ვიცი, იმედი არაფრის არ მაქვს. არჩევნებზე კი მივდივარ. მე შემოვხაზავ პრორუსულ ძალას. ალბათ იმიტომ, რომ „იქეთ ოკეანეა გასავლელი და აგერ, აქანე ხმელეთზე გაივლის, ახლოსაა“. იყოს სალომე ზურაბიშვილი. იმედი გვაქვს, რავიცი მგონი იმუშავებს  ეს ქალი. პროდასავლურია და ყველაფერს გააკეთებს.

5.ტარასი დოლიძე - არჩევნებზე მივდივართ  აუცილებლად. შერჩეული კანდიდატი არ მყავს. რომ შევალ იქ  ფარდულში, აი მაშინ მოვიფიქრებ ვის მივცე ხმა. წინასწარ არ ვიცი. მე ვერავის ვერ ვენდობი, მე მამაჩემს ვენდობოდი  ადრე და  ახლა გარდაცვლილია და  არ ვიცი. არავის იმედი არ მაქვს. მოლოდინი არაფერი  არ მაქვს.  შედეგი არაფერი არ იქნება, იმიტომ რომ პრეზიდენტს  არა  აქვს ისეთი ძალა, რომ რამე უფლება ჰქონდეს. შეზღუდული აქვს უფლებები.  პრეზიდენტს  მეტი უფლებები რომ ჰქონდეს   ჯობია ქვეყნისთვის. აბა  ახლა კარგი მდგომარეობაა? შეწყალების უფლებაც  ჩამოართვეს. უშიშროების საბჭოც აღარ ეყოლება. ამხელა ხარჯი, საარჩევნო კამპანიისთვის გაწეული  ფაქტიურად, ქვეყნისთვის  გადაყრილია წყალში.

6.მარინა ყარგიშვილი - მე   ამჯერად ვენდობოდი გრიგოლ ვაშაძეს. იმიტომ რომ მიმაჩნია, ის არის ნამდვილად ღირსი ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყოს. მოლოდინები ბევრია.  ქვეყანაში პოლიტიკური ურთიერთობის სათანადო გამოცდილება აქვს და საზღვარგარეთ მოღვაწეობის.  მისი მეუღლეც, კულტურის ძალიან კარგი წარმომადგენელია.  ასე რომ ნდობა გამაჩნია დიდი.  ნამდვილად მიმაჩნია ეს ადამიანი საპრეზიდენტო კანდიდატად.

7. ირა მუჯირი - სალომე ზურაბიშვილია ჩემი კანდიდატი. ველოდები მისგან ყველაფერ კარგს. იმედი გვაქვს მომავლის კეთილდღეობის.

8.ნათელა ძირკვაძე - ჩვენ ყველას ვენდობით ვინც კაი იქნება იმას. რა თქმა უნდა არჩევნებზე მივდივარ, მაგრამ ვის შემოვხაზავ ეს საიდუმლოებაა. ჩვენთვის არაფერი არ იცვლება. აქამდე რა შეიცვალა,  ახლა რომ შეიცვალოს მითხარით, გამაგებიეთ. მოლოდინი უკეთესობისკენ კი მაქვს. ჩემთვის პირადად არაფერი არ შეიცვლება, რაფერც აგერ ვართ და ვაჭრობთ  ხილ-ბოსტნეულს, ისევ ისე ვიქნებით. ყველა მის ჯიბეში იდობს. კაცისშვლი  არ დებს ჩვენს ჯიბეში.  არკაცი არ მეხმარებოდა და არც  დამეხმარება არაფერში.

9.  ევა  ტრაპაიძე - რა თქმა უნდა ვაშაძეს ვაძლევ ხმას. იმედი მაქვს, რომ ქვეყანას სწორად წაიყვანს. პატრიოტია, ნამდვილი ქართველია. 

10. ნინო გიორგაძე - არჩევნებზე მივდივარ. ძალიან ძნელია საერთოდ  იმის თქმა, თუ ვის ავირჩევდი. საარჩევნოდ ყველა ყველაფერს პირდება, მაგრამ  არჩევნები რომ დამთავრდება, მერე ყველა სხვადასხვანაირად იქცევა. ღმერთმა იცის ვინ იქნება კარგი. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ამ ხალხს ყველას გაღიმებული სახე ჰქონდეს. არა აქ მნიშვნელობა ვინ  იქნება,  მთავარია ხალხის საკეთილდღეოდ იყოს. ნებისმიერი  იყოს ადამიანი ღვთისნიერი რაც მთავარია. გადაწყვეტილი არ მაქვს ჯერჯერობით. დამოუკიდებელ კანდიდატს მივცემდი ხმას, რომელიც ხალხის საკეთილდღეოდ იქნებოდა. ასე კონკრეტულად ვერ ვასახელებ. სალომე  ნამდვილად არა, იმიტომ კი არა რომ ქალბატონი ბრძანდება-არა, ისეთი რომელიც გამოცდილია და ისეთი, რომელსაც  უფრო მეტი რეიტინგი აქვს,  რეალურად. იმედია  რომ არ გააყალბებენ  ხმებს და იმედია, რომ სამართალი იზეიმებს.

11.ლიმარდა   გოგუა - მე ბაქრაძეს ვაღმერთებ. ინტელექტი აქვს, მცოდნეა, გამოცდილი პიროვნებაა პოლიტიკაში და დადებითი პიროვნებაა ჩემთვის. აუცილელად უნდა იყოს პრეზიდენტის ინსტიტუტი და ის უნდა განკარგავდეს ყველაფერს, უფლება-მოვალეობები  მეტი უნდა ჰქონდეს, ვიდრე პარლამეტს, იმიტომ, რომ პარლამენტში ერთი აზრი არ არის. ბაქრაძე მგონი შეძლებს რომ  მოაწესრიგოს კორუფცია.

12. ლენა ბერაძე - მივალ არჩევნებზე, კასტილებით ვარ მარა მაინც. პრეზიდენტი უნდა ავირჩიოთ , მარა არ ვიცი, ვფიქრობ ბაქრაძემ უფრო გაამართლოს-მეთქი. მანამდე შეიძლება შემეცვალოს  კიდო აზრები არ ვიცი. მოლოდინი  რა მაქვს? ერთი პენსიას  თუ მოგვიმატებენ თვარა, სხვა რას იზამენ. არაა წესრიგი საქართველოში და რა გითხრათ,  მითხარი. შეიძლება გვატყვილებენ კიდეც,  მარა ისე დაპირება  არის და ვნახოთ. 400 ლარს არ ვჩივი,  50 ლარი იქნებოდეს. მინდა, რომ მშვიდობა იყოს და ახალგაზრდები დასაქმდეს. ორი შვილიშვილი მყავს და არც ერთი არ მუშაობს. ჩვენ გვყავდა  4 პრეზიდენტი, აქედან სააკაშვილს კი აგინებდნენ, მაგრამ რაცხა დაგვიტია, იმან დაგვიტია. ძალათ ართმევდა ვინცხას და გვაძლევდა- არსენას არ იყოს. არ ვიცი, რა მოხდება. 

13. სოსო რ -რომელი  კანდიდატიც უკეთესი იქნება და ქვეყანას წაადგება იმას ვენდობი მე. მე მგონი უკეთესობისკენ უნდა წავიდეთ. დამოუკიდებელ კანდიდატს ავირჩევდი.

14. ს.გ.-გაყალბდება არჩევნები აბა რას იზამს? სულ არაა  საჭირო  მაი პრეზიდენტი. იყო პრეზიდენტი და რა გაგვიკეთა?-არაფერი. ტყულა რეიზა მოყავენ პრეზიდენტად ვინმე? .გურულს არ დაუყრია გურიაში ხეირი და სხვა რას იზამს?

'.$TEXT['print'].'