აფიორა ტენდერში?-უპოვართა პროტესტი და ხმაური მერიაში
ავტორი: გურიის მოამბე
აფიორა ტენდერში?-უპოვართა პროტესტი და ხმაური მერიაში

დღეს, ოზურგეთში უფასო სასადილოს ბენეფიციარებმა, ძველი-ახალი ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წინააღმდეგ, რომელმაც მათი კვებით მომარაგება უნდა უზრუნველყოს, საპროტესტო აქცია  გამართეს.

ბენეფიციარები აცხადებენ, რომ მათთვის აზრი არავის უკითხავს,  ასე სწრაფად ჩატარებული ტენდერების შესახებ და ისინი ამ ყველაფერში მერიის სოციალური სამსახურის უფროსს, თამარ დუმბაძეს ადანაშაულებენ. მათი მთავარი მოთხოვნაა, გააუქმონ ბოლო ტენდერის შედეგები და ბენეფიციარებმა უფასო კვებაზე მომსახურება მიიღონ სარიტუალო სახლში -„ნატალი",რომლის მენეჯერიც ნათია ღლონტია.

ბენეფიციარები აცხადებენ, რომ ძველ სასადილოში არ დაბრუნდებიან და არც ძველ მენიუს დათანხმდებიან: "იქ არც შენობა და არც საჭმელი არ მოგვწონდა ,ისეთ საჭმელს გვაჭმევდნენ ძაღლიც რომ არ შეჭამდა, ხორცი ყარდა. კი გვიჭირს ძალიან, მაგრამ იმას კი ვხვდებით, აყროლებული ხორცი რომ არ ვაჭამოთ შვილებს. -ამბობენ ბენეფიციარები.

„ჩიხურამ“, ანუ ეს ის კომპანიაა, რომელიც წინა ტენდერშია გამარჯვებული,იჩივლა შესყიდვების სააგენტოში და მან გამოიტანა ასეთი გადაწყვეტილება, რომ ტენდერში უკვე გამარჯვებული ახალი კომპანია დაებლოკა და ისევ ძველისთვის მიეცა შესყიდვების უფლება.  მათ არ უკითხავთ აზრი ბენეფიციარებისთვის. ჩვენ გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას და აუცილებლად გათვალისწინებული იქნება ბენეფიციარების მოთხოვნები- გვიამბეს მერიის იურისტებმა.

„ხორცი ყოველთვის იყო აყროლებული, ვუთხარით მზარეულებს ეს ძაღლის საჭმელადაც არ გამოდგება და რას გვატანთო,? მაგრამ მე რა ვქნა, ასეთი ცუდი ხორცი მოაქვთ და სხვა რა გზა გვაქვს ვაკეთებთ საჭმელსო. ახლა ადამიანებად გვთვლიან ამ სასადილოში, კარგს გვაჭმევენ და გვასმევენ, თბილად გვექცევიან, გვეფერებიან, ადამიანებად ვგრძნობთ თავს. ესენი კი, ძველები,  შეკრულები არიან თამრიკო დუმბაძესთან. ერთ-ერთმა მომსახურემ ჩვენ რომ იქ შევიკრიბეთ, დაურეკა დუმბაძეს, დამიდგეს წინ და მითხრას, რომ ჩვენ ვტყუივართ. მაგ ქალის დაბრუნება უკან არ გამოვა, გამორიცხულია. ნათია ღლონტი გვყვება ჩვენ ზედ, როგორ არ დავინახოთ და არ დავუფასოთ ეს სიკეთე? მან საკუთარ ოჯახის წევრებად მიგვიღო“-მოგვიყვა ცავლინა აფხაზავამ.

"ძველ სასადილოში და ძველ უფროსთან არ გვინდა დაბრუნება, იქ გვემსახურებოდნენ ცუდად, გვაჭმევდნენ უვარგის საკვებს, დაგვეწამლა ბავშვები, ამდენი ხალხია მოწმე. “ნატალიში“ არის ძალიან კარგი მომსახურება, საუკეთესო საკვები. ძლივს ადამიანებად ვიგრძენით თავი“-გვიამბო ბენეფიციარმა-რომან ჟღენტმა.

„გამოცხადდა ტენდერი მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფასო სასადილოსთან დაკავშირებით, გაიმარჯვა ინდ.მეწარმე ღლონტმა, მან შეძლო ბიუჯეტიდან 5000 ლარის დაზოგვით, უკეთესი მენიუ შეეთავაზებინა ბენეფიციარებისთვის, რის გამოც ყოფილმა კომპანიამ სარჩელი შეიტანა მათ წინააღმდეგ. სატენდერო საბჭომ, ჩვენდა გასაოცრად, განიხილა ეს სარჩელი  და დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა და ტენდერში გამარჯვებულად გამოაცხადა ძველი კომპანია, რომლის კვებით და მომსახურებით თქვენც ხედავთ, ძალიან უკმაყოფილოები არიან ბენეფიციარები. ჩვენ ყველანაიორად დავუდგებით ამ ადამიანებს გვერდში, რომ მათი და მუნიციპალიტეტის უფლებები იყოს დაცული. ეს ადამიანები აუცილებლად უნდა დარჩნენ იქ, სადაც უკეთ გრძნობენ თავს და არიან კმაყოფილები“-განაცხადა "გურიის მოამბესთან" მერის მოადგილე-ირაკლი სირაძემ.

როგორც ირკვევა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ უფასო სასადილოს ბენეფიციარების მომსახურებისათვის დაქირავებულ და ტენდერში ჯერ გამარჯვებულ, შემდეგ კი დაბლოკილ,  სარიტუალო სახლ "ნატალის" ამავე ბენეფიციარებისათვის განკუთვნილ მენიუში კოტლეტებისა და კანფეტების დამატების გამო უჩივლეს.

უფასო სასადილო 10 წელიწადზე მეტი ხანია გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩაზე ფუნქციონირებს, თუმცა სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ ამ დაწესებულებაში ჩატარებული შემოწმებების შედეგად აღმოჩენილი დარღვევეის გამო, მას საამისო ლიცენზია შეუჩერდა.

შეგახსენებთ რომ რამოდენიმე თვის წინ, ოზურგეთის მერიამ, უფასო სასადილოს ბენეფიციარებისათვის მომსახურების უფლება, ტენდერის გამოცხადებამდე, რკინიგზის სადგურის წინა ტერიტორიაზე, ბოლქვაძის ქუჩაზე არსებულ სარიტუალო სახლ "რიოს" გადასცა, თუმცა მოგვიანებით ეს უფლება გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე სარიტუალო სახლ "ნატალის" გადაეცა.

სწორედ "ნატალის" ადმინისტრაციის მიერ, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, უფასო სასადილოს ბენეფიციართა კვებისათვის გამოყოფილი თანხებით, მათ რაციონში კოტლეტებისა და  კანფეტების დამატებამ, აქაოდა რეგლამენტით გათვალისწინებული კვების ნორმები დაირღვაო, გარკვეულმა პირებმა განცხადებით ზემდგომ ინსტანციებს მიმართეს.

"ნატალის" ადმინისტრაციამ მაშინ ბოდიში მოიხადა მომხდარის გამო და აღნიშნა, რომ გამოყოფილი თანხები მათ ბენეფიციარების რაციონის გაზრდის საშუალებას აძლევდა და ამიტომაც გაამრავალფეროვნა მენიუ, თუმცა მომავალში მკაცრად დაიცავს რეგლამენტს.

თავის მხრივ ბენეფიციარები აღშფოთებას ვერ მალავდნენენ, კვების რაციონის გაზრდის გამო რომ შესაძლოა "ნატალისთან" მათ ურთიერთობას წერტილი დასმოდ და კატეგორიულად მოითხოვდნენ, აღნიშნულ სარიტუალო სახლს ხელშეკლრულება გაგრძელებოდა.

მაშინ "გურიის მოამბე" გასულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ხელმძღვანელობის მხრიდან (რომელსაც აგვისტოს ბოლოს ხელშეკრულების ვადა უკვე ამოეწურა)  გამოთქმულ პრეტენზიებზე კომენტარისთვის დაუკავშირდა სარიტუალო სახლს "ნატალის" მენეჯერს, ნათია ღლონტს. მისი განმარტებით, მენიუს გამრავალფეროვნება იქედან გამომდინარე გადაწყვიტა, რომ მერიის მხრიდან ბენეფიციარებისთვის გამოყოფილი თანხები, ამის საშუალებას აძლევდა: "არ ვიცი მე ამით რამე დავარღვიე თუ არა, მაგრამ, ის თანხები, რაც მერიას ამ ადამიანების კვებაზე აქვს გამოყოფილი, საკმარისი იყო იმისთვის, რომ ბენეფიციარებისთვის უკეთესი კერძები შემეთავაზებინა. დავამატე კატლეტი, კანფეტებიც ვიყიდე. დამირეკა ქალბატონმა ეკა კობერიძემ და ამას როგორ აკეთებთ, ვინ მოგცათ უკლება, მენიუს რომ ცვლითო. სერიზული პრეტენზიები წამოვიდა მისი მხრიდან"-გვითხრა ნათია ღლონტმა.

რაც შეეხება ქალბატონ ეკა კობერიძეს, რომლის შ.პ.ს-მ ტენდერში ოზურგეთის ყოფილი მერის, ბეგლარ სიორიძის დროს გაიმარჯვა, კატეგორიულად უარყოფდა, ნათია ღლონტთან სატელეფონო საუბარს. მისი თქმით, არავის ჰქონდა უფლება მენიუში ცვლილებები შეეტანა და დროებით მომსახურე პერსონალს ეს მკაცრად უნდა დაეცვა.

'.$TEXT['print'].'