ოზურგეთელთა 12 მედალი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთელთა 12 მედალი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში

საგარეჯოდან 12 მედალი წამოვიღეთ!

 12-14 ოქტომბერს კახეთში, საგარეჯოში გამართულ ერთერთ ურთულეს საერთაშორისო ტურნიეზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჭიდაო სკოლის ნაკრებმა გუნდმა ( 2003 -2005 წლებში დაბადებულთა შორის ) ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 12 მედალი მოიპოვეს. აქედან 1- ოქრო, 2 - ვერცხლი და 9 -ბრიჯაო️!
ტურნირისსთვის მოჭიდავეები მწვრთნელებმა : გურამ მაჭარაშვილმა, ძმებმა ზურაბიანებმა , გურამ აბაშიძემ, თენგიზ ლაბაძემ, ბექა ჩოფლიანმა, თენგიზ მუჯირმა და კახაბერ აბაშიძემ მოამზადეს.

აღნიშნული ტურნირის ოქროსმედალოსანი ნიკოლოზ შიუკაშვილი, ნოემბერში ირანში, თეირანში, საერთაშორისო ტურნირზე იჭიდავებს!

'.$TEXT['print'].'