ყიფიანი ოქუაშვილს თანხის მითვისებას ედავება და უჩივის
ავტორი: გურიის მოამბე
ყიფიანი ოქუაშვილს თანხის მითვისებას ედავება და უჩივის

სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი, "ომეგა ჯგუფის" ხელმძღვანელს დიდი ოდენობით თანხის მითვისებას ედავება.

ყიფიანის ადვოკატი ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ საჩივარს პროკურატურაში დღეს შეიტანს, სარჩელით კი სასამართლოს უახლოეს დღეებში მიმართავს.

"ოქუაშვილმა რამდენიმე თვის წინ ჩინეთში გაყიდა ბატონი ყიფიანის მეშვეობით, 50  BMW-ს მოდელის ავტომანქანა. ბიზნეს პარტნიორობა იყო, ეს არ იყო ანაზღაურება გაწეული საქმიანობისთვის, რის შედეგადაც ოქუაშვილმა თაღლითურად მიითვისა განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხები.

პირველ რიგში დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა, მოხდეს მოწმეების დაკითხვა, ცნობილ იქნეს დაზარალებულად ბატონი ლევან ყიფიანი,“-აცხადებს ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე.

აღსანიშნავია, რომ ლევან ყიფიანმა სარჩელის შეტანა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სავარაუდოდ მისი, ზაზა ოქუაშვილისა და სხვა პირების მონაწილეობით, ფარული აუდიოჩანაწერები გავრცელდა. 

'.$TEXT['print'].'