"კობახიძე ამ ქვეყანაზე არაა, როგორ გავაკეთო ამ გადამწიფებულ თინეიჯერზე კომენტარები"
ავტორი: გურიის მოამბე
"კობახიძე ამ ქვეყანაზე არაა, როგორ გავაკეთო ამ გადამწიფებულ თინეიჯერზე კომენტარები"

2013 წელს წამოვედი ხელისუფლებიდან და ირაკლი კობახიძის ბუნდღა არ იყო, საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო, -ასე გამოეხმაურა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ მირზა სუბელიანის მუქარის მმართველ გუნდს არ ეშიანია, თუ მუქარა იქნება. ხუხაშვილის თქმით, 2012 წელს „როდესაც ქვეყანაში სისხლიანი 9 წელი იყო“, კობახიძე ბუჩქებში იჯდა.

„კობახიძე ამ ქვეყანაზე არაა. როგორ გავაკეთო ამ გადამწიფებულ თინეიჯერზე კომენტარები?! ის მართლა აზრზე არაა რა ხდება. ის პლაკატებზე ამოკითხულ ფრაზებს, ამაყი სახით ილაპარაკებს. რა შიში არ ჰქონდა 2012 წელს, როცა სისხლიანი 9 წელი იყო, ბუჩქებში იჯდა. 2013 წელს წამოვედი ხელისუფლებიდან და მისი ბუნდღა არ იყო, საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო. ახლა მოაქვს დიდ ვაჟკაცად და დევგმირად თავი. გაჩუმდეს და თავს მიხედოს ცოტა, თავი მოიწესრიგოს ის ჯობია“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

'.$TEXT['print'].'