„ფარცხალაძე მოიყვანეთ აქ, ბიძინას თოჯინის მოსმენა მოგვბეზრდა“ -დაპირისპირება პარლამენტში
ავტორი: გურიის მოამბე
„ფარცხალაძე მოიყვანეთ აქ, ბიძინას თოჯინის მოსმენა მოგვბეზრდა“ -დაპირისპირება პარლამენტში

ხმაურის ფონზე წარიმართა პარლამენტში ბიურიოს სხდომა, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სკანდალურ ჩანაწერებზე ისაუბრა და თქვა, რომ ხელისუფლება ფარცხალაძისა და სუბელიანის მძევალია.
„ფარცხალაძე მოიყვანეთ აქ, ბიძინას თოჯინის მოსმენა მოგვბეზრდა“ - თქვა სამადაშვილმა. 

 

დეპუტატის ამ შეფასებას იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის გაღიზიანება მოჰყვა. ეკა ბელია კვლავ 9 წლიან მმართველობაზე აპელირებდა და ენმ-ს წევრებს "სააკაშვილის თოჯინები" უწოდა. სამადაშვილს კი "მწამებლების სახე" უწოდა. 
"თქვენ წარმოადგენთ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელსაც მთელი საზოგადოება ჰყავდა მძევლად აყვანილი, თქვენი დრო დასრულდა. ვერ გიშველით სპექტაკლი ან მიბრძანდით ან გაჩუმდით"- მიმართა ბესელიამ სამადასვილს.

'.$TEXT['print'].'