„გრიგოლ ვაშაძის პლაკატებისა და ბანერების შეღებვა „ენერგოპროს“ მანქანების გამოყენებით განხორციელდა“
ავტორი: გურიის მოამბე
„გრიგოლ ვაშაძის პლაკატებისა და ბანერების შეღებვა „ენერგოპროს“ მანქანების გამოყენებით განხორციელდა“

გუშინ გვიან ღამით საქართველოს რამდენიმე რეგიონის ქალაქებში, გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბებს, უცნობმა პირებმა, წითელი საღებავები შეასხეს და პლაკატები დააზიანებს. როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, აღნიშნული ქმედება ქართული ოცნების მიერაა ჩადენილი და ისინი სამართალდამცავ ორგანოს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.


ანალოგიურ ქმედება ჰქონდა ადგილი სენაკში. ადგილობრივი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობის განცხადებით, ბანერებისა და პლაკატების შეღებვის პროცეში ენერგოპროს მანქანები იქნა დაფიქსირებული. ფაქტის გასარკვევად გაერთიანებული ოპოზიციის სამეგრგელოს რეგიონის ერთერთი ლიდერი მურთაზ ზოდელავა ენერგოპროს ადგილობრივ ოფისში მივიდა.

„ჩვენ მოგვაწოდეს სარწმუნო ინფორმცია, რომ ორ სამეგრელოს რეგიონის ორ სხვადასხვა ქალაქში, შეამჩნიეს ენერგოპროს მანქანები, სადაც იყო ჩვენი პლაკატების ნახევები და საღებავები. ყველა ჩვენი პლაკატი, გუშინ ღამით იქნბა მიზანმიმართულად შეხებილი. თქვენი მანქანები დაფიქსირდა ორგან. არ გაგიკვირდეთ მერე, რომ გამოძიება ამით დაინტერესდეს“ - მიმართა ზოდელავამ ენერგოპროს წარმომადგენლობას.

ზოდელავას განცხადებით, ინფორმაცია ანონიმურმა წყარომ მიაწოდა. „დაფიქსირებულია ავტომანქანა „ნივა“, ენერგოპროს ლოგოთი. გვაქვს ასევე ავტომანქანის ნომერიც“ - განუცხადა „ნიუპოსტს“ მურთაზ ზოდელავამ.

'.$TEXT['print'].'