"გეგონება დანაპირები შეასრულეს და ხალხი არ ჰყავთ, დამშეული"
ავტორი: გურიის მოამბე
"გეგონება დანაპირები შეასრულეს და ხალხი არ ჰყავთ, დამშეული"

"რა მაინტერესებს იცით, თუ მოატყუე ხალხი, არ შეასრულე არც ერთი დაპირება( არც ერთი), უფასო ფულიო, 5 მილიონი თითო სოფელსო, დამნაშვეებთან აწარმოე გარიგება, ქვეყანას აბრალებ ომის დაწყებას და ოკუპანტის გამპრავებელს, საკუთარ ქვეყანას მომავალ პრეზიდენტად სთავაზობ, ამით ქვეყანას უცვლი საგარეო კურსს, 100 ქარხნის მაგივრად სთავაზობ ნარკო- წარმოებას, რაც ამ პატარა ქვეყნისთვის ნარკო-ტრაფიკს ნიშნავს,სამუდამო ნარკო მწარმოებელი ქვეყნის სახელის აკიდებას ნიშნავს და ეს , მაშინ ,როცა საგარეო პოლიტიკა ჯერ მოგვარებული არ აქვს ამ , გაწვალებულ ქვეყანას , რომლის ტერიტორიები ოკუპირებულია, ეჭვქვეშ აყენებ ქვეყნის სახელმწიფოებრიობას, დაპირდით და არც დაპირებული კრედიტები გადაუვადეთ ხალხს, პენსიაც გაყინულია 180 ლარზე- და ვერ გავიგე თუ მომატყუე, მაინც უნდა მინდოდეს მატყუარა ხელისუფალი, რა ვალდებულებაა თუ რა ხდება, არანაირი ვალდებულება არ მაქვს, არავის წინაშე , არანაირი ლაგამი, მომატყუე , "გადაგვაგდეთ"- " გადაგაგდებთ- მარტივი წესი და რიგია ეს!!! და არ უნდა ბევრი საუბარი, უხერხულია 2018 წელია გარეთ . ეს ,მომავალშიც , ყველა ხელისუფალმა უნდა იცოდეს, მეტიც კანონის რეგულიაციებით, უნდა მოვთხოვოთ- დაპირებების შეუსრულებლობაზე მომავალშიც ვინც იქნება, პასუხი, რატომ , რისთვის, სად დაიხარჯა და ა.შ კანონის ფარგლებში. რა ამბავია, რა გაკვირვებული და განაწყენებული სახეებია, (გეგონება დანაპირები შეასრულეს და ხალხი არ ჰყავთ, დამშეული) ამ კორუფციულ მატყუარა ხელისუფლებაში- მოატყუეთ ხალხი?! ესეიგი მორჩა უნდა წახვიდე!!! ვერც " ნაცნობი" სახე უშველის ამ ტყუილს და ვერც "ნახევრად ნაცნობი"!!!

თაკო ჩარკვიანი. პუბლიცისტი. 

'.$TEXT['print'].'