ოზურგეთელმა მძლეოსნებმა საერთაშორისო ტურნირიდან 6 მედალი წამოიღეს, მათ შორის 2 ოქრო
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთელმა მძლეოსნებმა საერთაშორისო ტურნირიდან 6 მედალი წამოიღეს, მათ შორის 2 ოქრო

ოზურგეთელმა მძლეოსნებმა საერთაშორისო ტურნირიდან 6 მედალი წამოიღეს, მათ შორის 2 ოქრო!

19-20 ოქტომბერს ახალციხეში თენგიზ ჯიშკარიანის, გია გვარამაძისა და მიხეილ იაძის სახელობის საერთაშორისო შეჯიბრი, მძლეოსნობაში გაიმართა.

საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობა საქართველოს ყველა რეგიონის, ასევე სომხეთის მძლეოსანთა ნაკრებმა გუნდებმაც მიიღეს.

ოზურგეთის სპორტულ-გამაჯანსარებელ დაწესებუებათა გაერთიანებასთან არსებულმა მძლეოსანთა სექციის სპორტსმენებმა, შეჯიბრში წარმატებით იასპარეზეს და ტურნირიდან 6 მედალი წამოიღეს.

ოზურგეთელმა სპორტსმენებმა სამ ასაკობრივ ჯგუფსა და მძლეოსნობის სამ სახეობაში მიიღეს მონაწილეობა.

დიდებში 100 მ -ზე რბენაში, ოქროს მედალი და ტურნირის ჩემპიონი ამირან თავართქილაძე გახდა. 
ასევე დიდებში, ადგილიდან სიგრძეზე ხტომაში ოქროს მედალი გიორგი დეკანოიძემ მოიპოვა, გიორგიმ , ძლიერი სომეხი მეტოქე დაამარცხა.

საერთაშორისო ასპარეზობის ვერცხლის მედალს 100 მ-ზე რბენაში 
2002 -2003 წწ. დაბადებულთა შორის მიხეილ მახარაძე დაეუფლა.

რაც შეეხება ბრინჯაოს, იგი 100 მ-ზე რბენაში, დიდებს შორის, გიორგი დეკანოიძემ აიღო. 
ადგილიდან სიგრძეზე ხტომაში კი - ამირან თავართქილაძემ, რომელიც სახლში ორი მედლით, ოქროთა და ბრინჯაოთ წამოვიდა.

2005 - 2006 წწ. დაბადებულთა შორის კი ბირთვის კვრაში ბრინჯაოს თამუნა მახარაძე დასჯერდა.

საერთაშორისო ასპარეზობისათვის მძლეოსნები კვალიფიციურმა მწვრთნელმა, მარინა კოტრიკაძემ მოამზადა.

'.$TEXT['print'].'