ოზურგეთელმა "არწივებმა" ფოთში ყველაზე პრინციპული მეტოქე ადგილობრივი "კოლხი რაინდები" დაამარცხეს
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთელმა "არწივებმა" ფოთში ყველაზე პრინციპული მეტოქე ადგილობრივი "კოლხი რაინდები" დაამარცხეს

ოზურგეთელმა "არწივებმა" გასულ შაბათს, საქართველოს სარაგბო პირველობის მეოთხე ტურის მატჩი ფოთში, ადგილობრივ "კოლხ რაინდებთან" გამართეს.

ფოთში „პარკი არენაზე“ „ივერია კოლხი რაინდები“ წინაღმდეგ მატჩს უდიდესი მნიშვნელობა ქონდა ორივე გუნდისთვის. შეხვედრას თავისი დაღი  წვიმამ და შესაბამისად სველმა მინდორმა დაასვა.

თამაში ფოთელთა უპირატესობით დაიწყო, მაგრამ გურულები არ შერდკნენ და პირიქით დროთა განმავლობაში იქეთ დაჯაბნეს მეტოქე თამაშის ყველა კომპონენტში და თანდათან მოიპოვეს მნიშვნელოვანი უპირატესობა, რაც საბოლოოდ შედეგშიც აისახა.

ყველაზე გასახარი ის არის, რომ ჩვენმა რაგბისტებმა მატჩი მოიგეს 26-19 (პრემიალური ქულით) და საუკეთესო 4 ეულში დაიმკვიდრეს ადგილი.

აღსანიშნავია ყველა მორაგბის თავდადება და საუკეთესო თამაში.

მწვრთნელებმა კახა მაჩიტიძემ, კახა უჩავა და ირაკლი ნინიძემ სწორი ტაქტიკა აირჩიეს, ბოლო მათგანი მოთამაშე მწვრთნელია და თამაშიც მონაწილეობდა.

მათი თავდადება და გამოცდილება დამატებითი სტიმული იყო ახალგაზრდა მორაგბებისათვის.

გულდასაწყვეტია ერთერთი წამყვანი მორაგბის, ნიკა ხურციძის, ტრამვა.

2 დღიანი დასვენების შემდეგ გუნდი ჩვეულებრივ რიტმში აგრძელებს ვარჯიშებს, წინ არის ორი მნიშვნელოვანი თამაში საკუთარ არენაზე - 10 ნოემბერს ასპინძის „ტაო“ და 17 ნოემბერს თბილისის „დინამო“-ს.

"არწივები" ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის რომ მიოპოვინ მაქსიმალური შედეგი, დაიმკვიდრონ ადგილი საუკეთესოთა შორის და გაახარონ თავისი ერთგული გულშემატკივარი.

წარმატება ვუსურვოთ ოზურგეთის რაგბისტებს და გულშემატკივრენს ვთხოვთ მეტი ყურადღება გამოიჩინონ ამ ვაჟკაცური სპორტის მიმართ. მათი გულშემატკივრობა მეტ სტიმულს მისცემს "არწივებს".

 

28/10

კლუბი   ქალაქი

+პ

+ნ

-

გატ : გაშ

სხვ

1

არესი  ქუთაისი

4

4

0

0

3

0

0

103

:

045

+58

19

2

იუნკერები  კიკეთი ^

4

3

0

1

3

0

0

102

:

056

+46

15

3

ყოჩები  ბოლნისი

4

3

0

1

3

0

0

169

:

043

+126

15

4

არწივები  ოზურგეთი

4

2

0

2

2

0

0

34

:

112

-78

10

5

ტაო  სამცხე-ჯავახეთი

4

2

0

2

1

0

0

92

:

095

-3

9

6

ივერია კოლხი რაინდები  ფოთი

4

1

0

3

1

2

0

78

:

113

-35

7

7

დინამო  თბილისი

4

1

0

3

1

1

0

64

:

112

-48

6

8

ბაგრატი  ქუთაისი

4

0

0

4

0

0

1

33

:

099

-66

-1


'.$TEXT['print'].'