ყაზბეგის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 743 044 ლარი დაიხარჯა
ავტორი: გურიის მოამბე
ყაზბეგის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 743 044 ლარი დაიხარჯა

ყაზბეგის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები

 ყაზბეგის ქუჩის მესამე შესახვევსა და მიმდებარე მოედანზე გზის ასფალტობეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. 
 სარეაბილიტაციო პროცესს დღეს ოზურგეთის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე და ქალაქ ოზურგეთში მერის წარმომადგენელი, ავთანდილ სვანიძე გაეცნენ. 
 პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 743 044 ლარს შეადგენს, რომლის ფარგლებშიც, ასევე წმინდა გიორგის ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდება.
 ყაზბეგის ქუჩაზე სამუშაოები შპს ,,გზამშენი 18"- ის მიერ ხორციელდება. 
 პროექტი ფინანსდება რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.
 ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსება 5%-ს შეადგენს.

'.$TEXT['print'].'