ოზურგეთში საგზაო ნიშნები განთავსდა
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთში საგზაო ნიშნები განთავსდა

 ოზურგეთში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე საგზაო ნიშნების მონტაჟი სრულდება. 

 სატრანსპორტო და ქვეითად მოსიარულეთა უსაფრთხოების მიზნით, ახალი საგზაო ნიშნები და მონიშვნები გაბრიელ ეპისკოპისისა და დოლიძის ქუჩების კვეთაში, ასევე სამ სამარშრუტო ტრასაზე განთავსდება. 
 მიმდინარეობს ძველი ნიშნების დემონტაჟი. 
შპს ,,გზაჯვარედინი“ ოზურგეთში ხვალ შუქნიშანს განათავსებს. 
 აღნიშნულ მონაკვეთზე ჩატარდება მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდები. 
მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურების ჩართულობით სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება. 

'.$TEXT['print'].'