კვირიკეთში 26 700 ლარად იპოდრომი მოეწყობა
ავტორი: გურიის მოამბე
კვირიკეთში 26 700 ლარად იპოდრომი მოეწყობა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში (კვირიკეთი) სპორტულ-გამაჯანსაღებელ ტერიტორიაზე მალე იპოდრომი გაიხსნება. 
ამ ეტაპზე საცხენოსნო მანეჟის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. 
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსდა, რომლის ღირებულება 26 700 ლარს შეადგენს. 
სამუშაოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ოსიკო თოთიბაძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა, რომელიც 12 ნოემბრისთვის დასრულდება

'.$TEXT['print'].'