სამი გურული "მხოლოდ ქართულის" ნახევარფინალში
ავტორი: გურიის მოამბე
სამი გურული "მხოლოდ ქართულის" ნახევარფინალში

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" მუსიკალური კონკურსის "მხოლოდ ქართულის" ბათუმის ტურის ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ.

აღსანიშნავია რომ ბათუმში გამართული ტურის კონკურსანტთა შორის მრავლად იყვნენ წარმომადგენლები გურიიდან და სასიამოვნოა რომ სამმა მათგანმა ნახევარფინალის საგზური მოიპოვა:

ზურა ცინცაძე - მომავალი არქეოლოგი მხოლოდ ქართულში ლანჩხუთიდან; ვიოლეტა მგალობლიშვილი - 19 წლის, ჩოხატაურიდან; გოგა შარაშენიძე ოზურგეთიდან - გოგას ძალიან უყვარს ცხენოსნობა და სპორტის ამ სახეობით აქტიურად არის დაკავებული-ნათქვამია "მხოლოდ ქართულის" ფეისბუკ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში:

'.$TEXT['print'].'