"...თუმცა, ხალხი ვის ახსოვს, არჩევნებია მოსაგები"!!!
ავტორი: გურიის მოამბე
"...თუმცა, ხალხი ვის ახსოვს, არჩევნებია მოსაგები"!!!

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათში მცხოვრები, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც შშმ პირებთან მუშაობს,  ვეკო წულაძე ლანჩხუთის მერს, ალექსანდრესარიშვილს სოციალური ქსელით მიმართავს და მწყობრიდან გამოსული  სოფლის გზის შეკეთებასთან დაკავშირებით, გაცემულ დაპირებას ახსენებს: 

"დიდი ხანია აღარ დამიწერია, თუმცა ისევ მინდა შევეხო ჭანჭათში გზის პრობლემას. ბატონო ალექსანდრე სარიშვილი, თქვენ როდესაც ბრძანდებოდით სოფელში მოსახლეობასთან შესახვედრად, დაგვპირდით, რომ გზა გაკეთდებოდა და სანამ ბეტონის საფარი დაისხმებოდა, მანამდე მოიხრეშებოდა. დღემდე ველით გზის რეაბილიტაციას, თუმცა, ხალხი ვის ახსოვს არჩევნებია მოსაგები!!! ჭანჭათის საარჩევნო უბანი ხომ მოიგეთ, ბევრი მადლიერი მოსახლე გყოლიათ და პატივი დაგვდეთ და თქვენც შეასრულეთ დანაპირები. 104. ხმა ცოტა არ არის. იმედი მაქვს, ჩვემი თანასოფლელები დაფიქრდებიან ვის მისცეს ხმა და რა გაკეთდა დანაპირებიდან ჩვენს სოფელში"-წერს წულაძე.

'.$TEXT['print'].'