ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია კურორტ ნასაკირალის რეაბილიტაციას იწყებს
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია კურორტ ნასაკირალის რეაბილიტაციას იწყებს

გურიის ტურისტულ რუკას კიდევ ერთი ადგილი დაემატება - ხელისუფლება ნასაკირალის ბალნეოლოგიური კურორტის რეაბილიტაციას იწყებს

ადგილობრივმა ხელისუფლებამ, მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს, ბალნეოლოგიური კურორტის (რომელსაც ფუნქციონირება რამდენიმე ათეული წლებია შეწყვეტილი აქვს), რეაბილიტაციის დასაწყებად, კონკრეტულად კი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ, კურორტ ნასაკირალის ტერიტორიაზე  არსებული სამკურნალო წყლების ჭაბურღილების გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო, რის შედეგადაც ჭაბურღილში წყლის დებეტი გაუტოლდა 80-იან წლებში არსებულს. 

ღდგენითი სამუშაოებში  კომპანიაგამა კონსალტინგისსპეციალისტების მონაწილეობით ჩატარდა
როგორც ოზურგეთის მერია იტყობინება, მიღებული შედეგები საფუძვლად დაედება კურორტ ნასაკირალის საინვესტიციო გეგმის მომზადებას.
აღსანიშნავია, რომ სამუშაოები ტარდებაგურიის აგრობიზნესცენტრისმიერ ევროკავშირის დაფინანსებული პროექტისმონაწილეობითი CHARRETTE გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის“ - ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით.

ნასაკირალის მინერალური წყლების საბადო განთავსებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ქ. ოზურგეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 7 კმ დაშორებით, მდ. სუფსის ორივე ნაპირზე.

ნასაკირალის საბადოს არსებობა ძირითადად განპირობებულია რელიეფით, ჰიდროგრაფიული ქსელით და კლიმატური პირობებით.

რელიეფის თავისებურება აიხსნება ტერიტორიის ამგები ქანების ლითოლოგიური და ტექტონიკური ფაქტორებით.

რეგიონის წყლის მთავარი არტერიაა მდ. სუფსა. კლიმატი აქ ტენიანი სუბტროპიკულია, რაც განპირობებულია ატმოსფერული-ცირკულაციური პროცესებით და ადგილობრივი ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობებით.

ნასაკირალის მინერალური წყლები სასმელად გამოიყენებოდა კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა დაავადების, პერიფერიული ნევრული სისტემის დაავადებების და ქრონიკული გინეკოლოგიური დაავადებების შემთხვევაში.

1937 წლიდან ნასაკირალის წყალი გამოყენებული იქნა ბალნეოლოგიური პროცედურებისათვის; აქ, სამკურნალო თვალსაზრისით, მოწყობილი იყო სპეციალური სააბაზანო.

1973 წელს ნასაკირალის მინერალური წყლების დამტკიცებული კონდიციების თანახმად, მინერალური წყლები რეკომენდებულია როგორც შინაგანი (სასმელ-სამკურნალოდ), ასევე გარეგანი (სააბაზანო-სამკურნალო) გამოყენებისათვის.

მედიკოსთა დასკვნებით, ნასაკირალის მინერალური წყლები თავიდან გამოიყენებოდა სხვადასხვა დაავადების დროს სასმელ-სამკურნალოდ და ექვემდებარებოდა ჩამოსხმას.

1937 წლიდან ნასაკირალის წყალი გამოიყენებოდა ბალნეოლოგიური პროცედურებისათვის (აბაზანების სახით). გახსნილი ჭაბურღილების მეშვეობით მიიღებოდა მინერალური წყლების ახალი მარაგები. 1953 წელს მოეწყო ახალი სააბაზანო, რომელიც სამკურნალო თვალსაზრისით იქნა მიჩნეული.

სასმელი თვალსაზრისით ნასაკირალის მინერალური წყლები გამოიყენება და მიზანშეწონილია კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა დაავადების დროს, პერიფერიული ნევრული სისტემის დაავადებების დროს და ქრონიკული გინეკოლოგიური დაავადებებისას.

ნასაკირალის მინერალური წყლის შინაგანი გამოყენების ანალოგი არის ქლორიდული ტიპის წყლები, რომლებიც მიზანშეწონილია შემდეგი დაავადებების დროს:

კუჭ-ნაწლავის: ქრონიკული გასტრიტი, შემცირებული ან მომატებული კუჭის მჟავიანობა;ქრონიკული კუჭის წყლული და თორმეტგოჯა ნაწლავის შემცირებული ან მომატებული მჟავიანობა;ქრონიკული ენტერიტი და კოლიტი; 

ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის:  ქრონიკული ჰეპატიტი, ჰოლეპისტიტი;  ნაღვლის ბუშტში კენჭები;

შარდსადინართა: ქრონიკული ცისტიტი;

ძვალ-სახსროვანი:  ართრიტი, მიოზიტი;

ცენტრალური ნევრული სისტემის:  რადიკულიტი, ნევრიტი, ნევრალგია;

გინეკოლოგიური:ქრონიკული საშვილსნოს დაავადებები;

კანის დაავადებები.


წინამდებარე ფოტორეპორტაჟი მომზადდა „მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის“ პროექტის ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ პროექტის განმახორციელებელი პარტნიორები და ფოტორეპორტაჟის შინაარსის ევროკავშირის პოზიციად აღქმა დაუშვებელია.

პროექტს ახორციელებს "ოზურგეთის პრეს კლუბი".

 

'.$TEXT['print'].'