ოზურგეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

დაახლოებით ნახევარი საათის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მერია-ლაითურის დამაკავშირებელ გზაზე. 

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა, რომელიც გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში შევარდა. 

შემთხვევის შედეგად მანქანაში მყოფი ერთი პირი გარდაიცვალა, ერთი დაშავებული კი ოპზურგეთის "მედალფას" სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი. 

როგორც ცენტრის დირექტორი დავით მდინარაძე გვეუბნება, ავარიის დროს ერთი ადამიანი გარდაიცვალა, მეორეს კი ქალა ტვინის ტრამვა აღენიშნება და ის მძიმე მდგომარეობაში რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. 

 


'.$TEXT['print'].'