ოზურგეთში საერთო საცხოვრებლის აივანი ჩამოინგრა-დაშავებულია 37 წლის ქალი
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთში საერთო საცხოვრებლის აივანი ჩამოინგრა-დაშავებულია 37 წლის ქალი

ოზურგეთში აივნის ჩამონგრევის შედეგად ახალგაზრდა ქალბატონი დაშავდა. 

შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ კოსტავას ქუჩაზე მოხდა. 

როგორც "გურიის მოამბეს" თვითმხილველები ეუბნებიან, საერთო საცხოვრებლის მეორე სართულიდან ქალბატონი აივნის ჩამონგრევის შედეგად ჩამოვარდა. 

დაშავებული 37 წლისაა, ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა. 

მას ფეხი აქვს მოტეხილი და აღენიშნება სხვადასხვა სახის დაზიანებები. 

დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ცნობისთვის; ოზურგეთში, კოსტავას ქუჩაზე რამდენიმე საერთო საცხოვრებელია, რომელიც ძირითადად ავარიულ მდგომარეობაშია. აივნის ჩამონგრევასაც ადგილობრივები სწორედ ამ ფაქტს უკავშირებენ. 

'.$TEXT['print'].'