მერია ხათუნა შოთაძის ოჯახს ახალ საცხოვრებელ სახლს უშენებს
ავტორი: გურიის მოამბე
მერია ხათუნა შოთაძის ოჯახს ახალ საცხოვრებელ სახლს უშენებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია შემოქმედელის ქუჩაზე მცხოვრებ ხათუნა შოთაძის ოჯახს ახალ საცხოვრებელ სახლს უშენებს. 
ოჯახს, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მცირეწლოვანი შვილი ჰყავს წლების მანძილზე მძიმე საცხოვრებელ პირობებში უწევდა ცხოვრება. 
მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ დაათვალიერა.

ცნობისთვის "გურიის მოამბე" აღნიშნული ოჯახის მძიმე მდგომარეობის შესახებ გასულ თვეში წერდა. 

ოჯახი ორსართულიან სახლში ცხოვრობდა, რომელიც აპრილის თვეში მომხდარი სტიქიის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა და იქ ცხოვრება სიცოცხლისთვის სახიფათო  გახდა. 

ისინი დროებით მეზობლად მდებარე სახლში ცხოვრობდნენ. 

შაინიძეების ოთხსულიან ოჯახში, ორი მცირეწლოვანი ცხოვრობს, 9 წლისა და 3 წლის. უფროს გოგონას მძიმე დიაგნოზი აქვს და ის მუდმივ მკურნალობას საჭიროებს. ჯანმრთელობის მხრივ სერიოზული პრობლემები აქვს ბავშვების მამასაც, რომლისთვისაც  ფიზიკური მუშაობა არ შეიძლება. შაინიძეების ოჯახში დასაქმებული არც ცოლია და არც ქმარი. მცირეწლოვანი ბავშვების გამოსაკვებად მხოლოდ სოციალური დახმარების იმედად იყვნენ, რომელიც თვის დასაწყისში  შეუჩერდათ. ხათუნა გვიყვება, რომ ბავშვებისთვის ხშირად საჭმელი არაფერი აქვს, რის გამოც პატარებს  მშივრებსაც  დაუძინიათ.


'.$TEXT['print'].'