ჩოხატაურმა ლანჩხუთის "გურია" "ევგრაფი შევარდნაძეზე" კვერეჩხილაძის გოლით დაამარცხა
ავტორი: გურიის მოამბე
ჩოხატაურმა ლანჩხუთის "გურია" "ევგრაფი შევარდნაძეზე" კვერეჩხილაძის გოლით დაამარცხა

ეროვნული ლიგა სამის ეგიდით გამართული გურული დერბი შედგა დღეს ლანჩხუთში, სადაც ადგილობრივმა "გურიამ" ჩოხატაურის "ბახმარო" მიიღო.

აღნიშნულ ლიგაში ორთავე კლუბი საპლეიოფო ადგილისათვის იბრძვის, ჩოხატაურელები მეორე ადგილზე არიან, ამ მოგებით კიდევ უფრო განიმტკიცეს ეს პოზიცია, ხოლო ლანჩხუთის "გურია" მეოთხე ადგილზეა და მას დღეს გამარჯვება ჰაერივით ესაჭიროებოდა.

თუმცა როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, გამარჯვება სტუმრებს დარჩათ და გამარჯვების მომტანი გოლი 48-ე წუთზე ლანჩხუთელმა გიგა კვერენჩხილაძემ გაიტანა, რომელიც ბოლო ორი სეზონია ჩოხატაურელთა ღირსებას იცავს.

თამაში დაძაბული და უხეში გამოდგა, მატჩის არბიტრმა მაჭარაძემ, ფეხბურთელებს  7 ყვითელი და ერთი წითელი ბარათი უჩვენა, აქედან ორი სტუმრებს და 5 მასპინძლებს, ხოლო "გურიას" ნახევარმცველი ზურაბ გელაშვილი 89-ე წუთზე მინდვრიდან გააძევა.

ტურნირის ცხრილი

ადგ.კლუბითამაშიმოგებაფრეწაგებაგატანილიმიღებული±ქულა
1.   ზუგდიდი 34 25 2 7 59 28 +31         77  
2.   ბახმარო 34 23 6 5 66 33 +33         72  
3.   საბურთალო 2 34 20 3 11 56 44 +12         63  
4.   გურია 34 17 10 7 46 28 +18         61
5.   არაგვი 34 18 3 13 55 43 +12         57  
6.   კოლხეთი ხობი 34 16 9 9 48 29 +19         57  
7.   ბორჯომი 34 16 7 11 60 49 +11         55  
8.   მეშახტე 34 16 5 13 51 44 +7         53
9.   გორი 34 13 9 12 53 41 +12         48  
10.   ბეთლემი 34 13 8 13 47 50 -3         47  
11.   ჭიათურა 34 11 11 12 32 36 -4         44  
12.   სამეგრელო 34 11 9 14 58 51 +7         42  
13.   ვარკეთილი 34 11 8 15 49 49 0         41  
14.   იმერეთი 34 10 9 15 39 46 -7         39  
15.   მარკ სტარსი 34 11 6 17 49 58 -9         39  
16.   გარდაბანი 34 10 6 18 36 53 -17         36  
17.   ალგეთი 34 10 6 18 39 57 -18         36
18.   სულორი 34 8 6 20 34 73 -39         30
19.   სამგურალი 2 34 6 7 21 36 71 -35         25
20.   მაჭახელა 34 4 12 18 27 57 -30         24  

 

'.$TEXT['print'].'