„რაც დღეს ლარს სჭირს, მე დავარქმევდი ყვავის ჩხავილის ეფექტს"
ავტორი: გურიის მოამბე
„რაც დღეს ლარს სჭირს, მე დავარქმევდი ყვავის ჩხავილის ეფექტს"

ლარის გაუფასურებაზე პასუხისმგებლობას მმართველი გუნდი ოპოზიციას აკისრებს. ჩვეულებრივი აჟიოტაჟი, გამოწვეული იმ ბინძური კამპანიით, რომელსაც მეტწილად ოპოზიცია ატარებს - ეს განცხადება, ფინანსთა მინისტრმა გააკეთა.

„დღეს ლარი რა ნიშნულზეც არის არანაირი აბსოლუტური ეკონომიკური საფუძველი არ არსებობს. ეს არის ჩვეულებრივი აჟიოტაჟი, გამოწვეული იმ ბინძური კამპანიით, რომელსაც მეტწილად ოპოზიცია ატარებს. ნებისმიერ შემთხვევაში გამყარდება და გაცილებით მალე. უბრალოდ, აქ არის საკითხი იმაზე, რომ ამ ტყუილების მიმართ ვართ თუ არა რეზისტენტული. მოსახლეობა ზუსტად, რამდენადაც რეზისტენტული ვიქნებით ამ სპეკულაციების, ამ სიბინძურის, ამ ტყუილის მიმართ, ზუსტად იმდენად მყარად იქნება ლარი,“ - განაცხადა მინისტრმა.

არჩილ თალაკვაძის თქმით სწორედ ოპოზიციის განცხადებებმა მიიყვანა ლარი გაუფასურებამდე.

„რაც დღეს ლარს სჭირს, მე დავარქმევდი ყვავის ჩხავილის ეფექტს. და ვინ არიან ეს ყვავები, რომელიც ლარს დასჩხავიან ტელევიზიებს შეხედეთ და მიხვდებით. როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატი და მისი თანაგუნდელები აანონსებენ, რომ ასი ათას კაცს გამოვიყვან ქუჩაში და ხვალ მთავრობა აღარ იქნება და ხვალ პარლამენტი აღარ იქნება, თქვენ რა გგონიათ ლარი როგორ რეაგირებს? მყარდება და წელში იმართება?“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

ეროვნული ბანკის ბოლო ინფორმაციით, ერთი დოლარის ღირებულება 2.7505 ლარია.

'.$TEXT['print'].'