" ღამღამობით "საზღვრები" "მოძრაობენ" და ქართულ მიწებს კბეჩენ"
ავტორი: გურიის მოამბე
" ღამღამობით "საზღვრები" "მოძრაობენ" და ქართულ მიწებს კბეჩენ"

გერმანული გამოცემის, «Tagesspiegel»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემულია ნობელის პრემიის ლაურეატის, გერმანელი მწერალი ქალის გერტა მიულერის სიტყვა, რომლითაც იგი ლიტერატურული პრემიით - Brücke Berlin-ით დაჯილდოების ცერემონიაზე, ბერლინის გერმანულ თეატრში გამოვიდა.

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GEგთავაზობთ ამონარიდს გერტა მიულერის სიტყვიდან:

„ვლადიმერ პუტინს ბევრი ცუდი საქმე აქვს ჩადენილი - იგი უკრაინაში რამდენიმე წლის განმავლობაში აგრძელებს გამოუცხადებელ ომს. ყირიმი უკვე მიიტაცა. იგი წარმართავს ჩუმ ომს დნესტრისპირეთში, რათა მოლდოვა ევროკავშირს ჩამოაშოროს. საქართველოში კი ვლადიმერ პუტინის შეიარაღებული ძალები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „უსაფრთხოებას იცავენ“. ამას სასაზღვრო ბარიერებისა და მავთულხლართების მეშვეობით აკეთებენ - ისე როგორც გდრ-ს (გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას) „იცავდნენ“ დასავლეთისაგან.

განსხვავება ისაა, რომ საქართველოში არსებული სასაზღვრო ზღუდეები ცოცხლები არიან, ამ სიტყვის ნამდვილი გაგებით: ისინი ხსირად ღამ-ღამობით, ჩუმად აქტიურდებიან, მათ შეუძლიათ მიწაზე გადაირბინონ და ტერიტორია ნაწილ-ნაწილ მიიტაცონ. ისინი ქართულ მიწებს „კბეჩენ“ და რუსეთის გავლენის ქვეშ აქცევენ“-განაცხადა მიულერმა.

'.$TEXT['print'].'