ნწ,ნწ,ნწ...ამ მთავრობას ვინ დაუჯერებს?-საინტერესო დიალოგი დავით აქუბარდიასა და ექსპერტს შორის
ავტორი: გურიის მოამბე
ნწ,ნწ,ნწ...ამ მთავრობას ვინ დაუჯერებს?-საინტერესო დიალოგი დავით აქუბარდიასა და ექსპერტს შორის
ექსპერტი "ოცნებაზე": "სააკაშვილზე არ გამოუვათ ხელების შეხოცვა"...
ტვ "კავკასიას" ეთერში დავით აქუბარდიასტან სტუმრად იმყოფებოდა ექსპერტთა კლუბის“ ხელმძღვანელი, სოსო ცინცაძე, რომელიც წამყვანს ქვეყნაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე ესაუბრა

-სოსოს დავურეკე,პირველ მსოფლიო ომზე კითხვა მქონდა და საოცრება გავიგე...ბ-ნი სოსო ამოუღიათ საარჩევნო სიიდან....კაცმა მითხრა დავრეკე ცესკოში და მითხრეს სასამართლოში იჩივლეო...ეხლა მინდა მივმართო ცესკოს თავმჯდომარეს-სასამართლოს დაჭირდება ორი-სამი თვე,არჩევნები სამ კვირაშია და რა ქნას სოსომ?....
ცინცაძე
-და რამდენია ჩემნაირი?...
აქუბარდია
ხო და,პირველ მსოფლიო ომზე გეკითხებოდი...
ცინცაძე
-დაანებე თავი მაგას და ვილაპარაკოთ 2008 წელზე.. ეხლა ეს რა მოიგონეს ყალბი ნარატივი, საქართველომ კი არა სააკაშვილმა დაიწყო ომი...მე ეს მაგიჟებს, სააკაშვილზე არ გამოუვათ ხელების შეხოცვა..მსოფლიო პრაქტიკაა,რომ ქვეყნის პირველი პირი და ქვეყანა გაიგივებულია...ამას რას აკეთებენ...
აქუბარდია
-ამდენი არ იციან, სოსო..
ცინცაძე
-ეხლა უარესი მოვისმინე ...ფინანსთა მინისტრი წერს, რომ ლარის გაუფასურება ოპოზიციის განცხადებების ბრალიაო....ბ-ნო მინისტრო,მსოფლიოში არ არსებობს მაგალითი,სადაც ეროვნული ვალუტის თამაში ოპოზიციის განცხადებების ბრალია..
აქუბარდია
-ეს საოცრება თქვა..მაგანაც და ვოლსკიმაც..
ცინცაძე
-ახლა კიდე.გადარეულები არიან რატო ჯერა ხალხს რ2-ის და კავკასიისო...ეგრეა რას იზამთ,როცა "იმედი" არ უფრთხილდება თავის რეპუტაციას,შედეგიც სახეზეა...შენ ნახე რა ხდება ამერიკაში?-ხალხს სჯერა CNN- ის და არ სჯერა FOX NEWS-ის...რა გინდა რომ ქნა? როგორ უნდა დაუჯეროს ხალხმა იმედს, როცა მოიყვანეს ვიღაც ლალიაშვილი და ხალხს არწმუნებს ,რომ რიგგარეშე არჩევნები უკანონო მოვლენაა.მითხრას ერთი რომელი კანონმდებლობით ხელმძღვანელობს?...
აქუბარდია
-ნწ,ნწ,ნწ...
ცინცაძე
-ამ მთავრობას ვინ დაუჯერებს, ბინების მშენებლობაზე რა ფასები თქვეს..დათო,მე აგარაკის მშენებლობა დავიწყე 1984 წელს და დღესაც ვაშენებ, ე.ი,მაშინდელი ჩემი ფოტო რომ ნახო,თმა მქონდა თავზე...ეხლა ესენი გამოდიან და მე მასწავლიან რა რა ღირს...
აქუბარდია
-
ე.ი,ხრუშოვი ხო გახსოვს,სტალინს გმობდა და სტალინიზმს არა,აი,იგივე მდგომარეობაშია ივანიშვილი..აი,მოდი და შეგვიფასე ხრუშოვის და ივანიშვილის მსგავსება,ორივეს უნდა იკამანდრონ და არ არი ესე...ეგ გვატყუებდა დემოკრატიით ევროპას გავაკვირვრბო და შეგვაცდინა, კაცი ავტორიტარი გახდა...
ცინცაძე
-ხოო..ხრუშოვი იყო უვიცი..ერთხელ გამოფენაზე მიიწვიეს, ვერ გაიგო მოდერნიზმი და მხატვრებს კითხა-
"ვი შტო ფედერალისტი"? თურმე უნდოდა ეკითხა-"ვი შტო პიდარასტი"?...მაგასაც ვერ არჩევდა ერთმანეთისგან...ივანიშვილიც ესეა, სხვათა შორის,მაგას ყავს ჭკვიანი მრჩევლები, მაგრამ არაფერს ურჩევენ. კარგი გაგებით ჭკვიანები არიან, ხვდებიან,რომ აზრი არ აქვს რჩევების მიცემას..
აქუბარდია
-რა არი ,იცი? ბიძინას ასაკში სიამოვნებთ ქება და ესენიც ეძახიან პელე ხარო...
ცინცაძე
-როგორ გამიხარდა ივანიშვილი რო გამოვიდა და პრეზიდენტი ოპოზიციიდან იყოსო. რა მოხდებოდა ყოფილიყო დამაბალანსებელი..
აქუბარდია
-კარგი რა,სოსო, დამაბალანსებლად სასამართლო ვერ იქცა, კამასუტრას უკეთებს აღმასრულებელი ხელისუფლება...
ცინცაძე
-ეს პარლამენტის თავმჯდომარე ვინ ყავს,ეს ვინ არი,ნახევარ მილიონ ადამიანს ფაშისტებს უწოდებს
აქუბარდია
-სოციოპატია ,ეგ საწყალი...
ცინცაძე
-ეს რამ ათქმევინათ "ძველი გვარდიაო"..იმის მაგივრად ახალი ვინმე მიეზიდათ,ნიშნიანიძე გააქტიურეს..ან ეს ჩახუტება რა იყო,თქვე დალოცვილებო,მე რას მეხუტებით,ჩაეხუტეთ საკუთარ ცოლებს და საყვარლებს..ისე,საყვარლებთან ჯობია ხშირი ჩახუტება...ხალხს ჩახუტება კი არ უნდა,ხალხს უნდა სამუშაო ადგილი,ხალხს უნდა პურის ფული,ხალხს უნდა პენსია და ხალხს უნდა დასაქმება...ეხლა ეს ხადური რისთვის გააცოცხლეს? რუსებს აქვთ კარგი გამოთქმა-
"ვსო პრაპუსტიც ჩერეზ ჟოპუ"...
აქუბარდია
-აი,მაგ ფაზაშია ქვეყანა,ზუსტად...ბიძინა გავს ნიკიტა ხრუშჩოვს...ვსო...

სატელევიზიო ინტერვიდან ნაწყვეტი სოციალურ ქსელში ვრცელდება.

'.$TEXT['print'].'