ოზურგეთში იტალიური ვერხვის ხის სანერგე მეურნეობის და ხის გადამამუშავებელი ქარხნის მოწყობა იგეგმება
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთში იტალიური ვერხვის ხის სანერგე მეურნეობის და ხის გადამამუშავებელი ქარხნის მოწყობა იგეგმება
ოზურგეთში იტალიური ვერხვის ხის სანერგე მეურნეობის და ხის გადამამუშავებელი ქარხნის მოწყობა იგეგმება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ და დანიელმა ინვესტორმა კომპანია „sustaine energy a/s“-ის დირექტორმა ჯესპერ იორგანსონმა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი გუშინ მოაწერეს. 
შეხვედრას წინ უძღოდა 31 ოქტომბერს კომპანიის წარმომადგენლების შეხვედრა გურიის გუბერნატორ ზურაბ ნასარაიასთან, სადაც მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები შეათანხმეს.
გასულ წლებში, სანერგე მეურნეობა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მოეწყო, სადაც 40 ჰა მიწის ნაკვეთზე იტალიური ჯიშის ვერხვის ნერგები დაირგო. უახლოეს მომავალში კომპანიის წარმომადგენლები გურიაში გაფართოებასაც გეგმავენ. კერძოდ, დაგეგმილი აქვთ ხის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა. ინვესტორის განმარტებით, ვერხვის ხის ჯიში ევროპაში პოპულარულია და მისი მოხმარების ტენდენცია ყოველწლიურად იზრდება. მცენარე კარგად ეგუება ჭარბტენიან ნიადაგს.
'.$TEXT['print'].'