ილარიონოვი: "ნახეთ რა ხდება ბოლო ხუთი წელია, საქართველო გაქრა მსოფლიო დღის წესრიგიდან"
ავტორი: გურიის მოამბე
ილარიონოვი: "ნახეთ რა ხდება ბოლო ხუთი წელია, საქართველო გაქრა მსოფლიო დღის წესრიგიდან"

საქართველოს და მისი ტერიტორიების ოკუპაცია მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგიდან მოხსნილია - განცხადება ამის შესახებ, "პირველი რადიოს" რადიოკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პოლიტოლოგმა, განცხადება, ამერიკული ორგანიზაცია კატონის უნივერსიტეტის ექსპერტმა ანდრეი ილარიონოვმა გააკეთა.

„შეხედეთ რა ხდება ბოლო ხუთი წელია. საქართველო გაქრა მსოფლიო დღის წესრიგიდან. მასზე არავინ საუბრობს. არავინ წერს. არ არიან არც ქართველი სპიკერები და არც ისინი ვინც საქართველოზე ილაპარაკებს, ქვეყანა მსოფლიო პოლიტიკური რუკიდან გაქრა. იყო  ადამიანების გატაცების ფაქტები. მავთულხლართების გაბმის ფაქტები მაგრამ მსოფლიომ ამის შესახებ არ იცის. რადგან ამაზე საქართველოს ხელისუფლება არ ლაპარაკობს. 2003-დან 2012-მდე საქართველოს ჰყავდა ძლიერი სპიკერები, რომლებიც  მსოფლიო დონეზე ყველაფერს ლაპარაკობდნენ. მაშინ საქართველოს გაიცნო მსოფლიომ . სპიკერები ყველა ფაქტებზე საუბრობდნენ და ყველა პრობლემა მსოფლიო განხილვის თემა ხდებოდა. რეალურად  2008 წელს სწორედ ამან შეაჩერა რუსეთის ფართომასშტაბიანი შემოჭრა, ქვეყნის პრობლემების საერთაშორისო დონეზე განხილვა არის დამატებითი დაცვის ბერკეტები, რომელიც ქვეყანას აგრესორისგან დაიცავს. უსაფრთხოების კუთხით ყველაზე საშიში რაც მოხდა ბოლო 5-6 წლის განმავლობაში არის საერთაშორისო დაცვის მექანიზმის მოშლა. ეს აწყობილი სტრუქტურა მთლიანად ლიკვიდირებულია." განაცხადა ილარიონოვმა. 

'.$TEXT['print'].'