"ვისაც ლარის გაუფასურებაში დამნაშავე ოპოზიცია ჰგონია, ან დებილია, ან უნამუსო"
ავტორი: გურიის მოამბე
"ვისაც ლარის გაუფასურებაში დამნაშავე ოპოზიცია ჰგონია, ან დებილია, ან უნამუსო"

"ხელისუფლება გვეუბნება, ლარი რომ გამყარდეს, ამისათვის ოპოზიცია უნდა იყოს კონსტრუქციულიო, არადა, როცა 1 დოლარი 1,6 ლარი ღირდა, მაშინდელი ოპოზიცია (დღევანდელი ხელისუფლება) შს მინისტრის მკვლელობას და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას გეგმავდა, რუსთაველს თვეობით კეტავდა და თბილისს მკვდარ ქალაქად აცხადებდა, სატანკო ნაწილში აჯანყებას აქეზებდა და მხარს უჭერდა, 26 მაისის აღლუმის ჩაშლას ლამობდა, პოლიციელ ვლადიმერ მასურაშვილს კლავდა და რუსული გრუ-ს სპეცრაზმს ელოდა... ხოდა, ვისაც ლარის კატასტროფულ გაუფასურებაში დამნაშავე ოპოზიცია ჰგონია, ან დებილია, ან უნამუსო, ან ორივე. საბედნიეროდ, ასეთები მხოლოდ ხელისუფლებაში დარჩა"

ზაზა ბიბილაშვილი ხელისუფლების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე.

'.$TEXT['print'].'