"შეცვალეთ პროტესტის ადგილი, ნაძვის ხე უნდა დავდგათ"- მერიამ სარალიძეს წერილი გაუგზავნა
ავტორი: გურიის მოამბე
"შეცვალეთ პროტესტის ადგილი, ნაძვის ხე უნდა დავდგათ"- მერიამ სარალიძეს წერილი გაუგზავნა

"თხოვნაა, ბრძანებაა, თუ რაც არის, ვერ გავითვალისწინებთ" - ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი თბილისის მერიას პასუხობენ და აქციის შეწყვეტას არ აპირებენ.

შვილმოკლულ მამებს მერიიდან წერილი დღეს მიუვიდათ. უწყება მათ მოუწოდებს აქციის ადგილმდებარეობა შეცვალონ, ვინაიდან რუსთაველის გამზირზე საახალხწლო სამუშაოები იწყება და ნაძვის ხე უნდა დაიდგას

"​2018 წლის პირველ ნოემბერს მივმართე მერიას, აქციების გაგრძელებასთან და კარვების განთავსებასთან დაკავშირებით 31 დეკემბრის ჩათვლით. რის პასუხადაც მივიღე წერილი მერიიდან, რომ შვიდი ნოემბრიდან უნდა შევცვალოთ ლოკაციის ადგილი, რადგან 7 დეკემბრიდან აქ აპირებენ ნაძვის ხის აღმართვას

'.$TEXT['print'].'