კახა კალაძე გენერალ დევი ჭანკოტაძის განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს
ავტორი: გურიის მოამბე
კახა კალაძე გენერალ დევი ჭანკოტაძის განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს

რა განცხადებებზეა საუბარი, როდესაც ტერიტორიების 20% არის დაკარგული და ეს ზუსტად იმ პოლიტიკის შედეგია, რა პოლიტიკასაც ახორციელებდა ბატონი სააკაშვილი, მისი თანაგუნდელები, - ასე შეაფასა თბილისის მერმა კახა კალაძემ გენერალ დევი ჭანკოტაძის გუშინდელი განცხადება. კახა კალაძისთქმით, „ნაციონალური მოძრაობა” “ქართულ ოცნებას” ბრალს იმაში სდებს, რაც თვითონ ჩაიდინა.

„ძალიან საწყენია, რომ ყველაფერი პოლიტიზირებულია. ამ განცხადებას სამარცხვინოს ვუწოდებ. რა განცხადებებზეა საუბარი, როდესაც ტერიტორიების 20% არის დაკარგული და ზუსტად იმ პოლიტიკის შედეგია, რა პოლიტიკასაც ახორციელებდა ბატონი სააკაშვილი, მისი თანაგუნდელები. დღეს რომ ჩვენი ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული, დაკარგულია სოფლები, უამრავი დაღუპული ადამიანია, ჩვენი გმირი ჯარისკაცები და ეს არის სააკაშვილის და მისი გუნდის პოლიტიკური ნაბიჯების შედეგი. ეს არის დიდი უბედურება და სამწუხარო. აქეთ გვდებენ ბრალს ჩვენ იმაში, რაც თვითონ ჩაიდინეს. ყველაზე დიდი უბედურება კიდევ არის ის, რომ ევროპარლამენტში რეზოლუციას მოაწერეს ხელი. გამეორება არ მინდა, იმ შინაარსის რაც იქ წერია, სამარცხვინო”,- განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ გენერალმა დევი ჭანკოტაძემ, რამდენიმე თანამებრძოლთან ერთად გუშინ განცხადება გაავრცელა. დევი ჭანკოტაძის თქმით, არ შეიძლება ქვეყანას ჰყავდეს ისეთი პრეზიდენტი, ვინც საქართველოს ომის დაწყებაში ადანაშაულებს.

https://www.interpressnews.ge

'.$TEXT['print'].'