"ჩვენ ამომრჩეველს დავარწმუნებთ იმაში, რომ მხარი დაუჭირონ ზურაბიშვილს"
ავტორი: გურიის მოამბე
"ჩვენ ამომრჩეველს დავარწმუნებთ იმაში, რომ მხარი დაუჭირონ ზურაბიშვილს"

 

ჩვენ ამომრჩეველს დავარწმუნებთ იმაში, რატომ უნდა დაუჭიროს მხარი სალომე ზურაბიშვილს" - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა „ქართული ოცნების" ოფისში მიმდინარე შეხვედრებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები გრძელდება.

„ირაკლი კობახიძე აწარმოებს ამ შეხვედრებს. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მეორე ტურის პირობებში მოგვარდეს როგორც შტაბების მუშაობაში, ისე სხვა საკითხები, რაც აქამდე ვერ მოხერხდა. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ გვექნება დამაჯერებელი გამარჯვება და ამომრჩევლებს დავარწმუნებთ იმაში, რატომ უნდა დაუჭირონ მხარი სალომე ზურაბიშვილს და არ მოაბრუნოს რეჟიმი, რომელიც ჩვენ ხალხთან ერთად გადავაგდეთ 2012 წელს"- განაცხადა ნინო წილოსანმა.

 

'.$TEXT['print'].'