ლაშა ჭეფხოძის მორიგი წარმატება საერთაშორისო ტურნირზე და ოქროს მედალი
ავტორი: გურიის მოამბე
ლაშა ჭეფხოძის მორიგი წარმატება საერთაშორისო ტურნირზე და ოქროს მედალი

9 - 11 ნოემბერს თბილისში კიკბოქსინგში ( სარეიტინგო ორთაბრძოლაში - პროფესიონალთა შორის ) საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა.
საერთაშორისო ასპარეზობაში ხუთი ქვეყნის არაერთი, პროფესიონალი სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას.

ტურნირში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული კიკბოქსინგის სექციის მწვრთნელმა, ამავდროულად მოქმედმა სპორტსმენმა, ლაშა ჭეფხოძემ 60 კგ. წონით კატეგორიაში საუკეთესოდ იასპარეზა და შეჯიბრიდან ოზურგეთში ოქროს მედლითა და თასით დაბრუნდა.

Eagle Fight Series - 6 ეგიდით გამართულ პრესტიჟულ ტურნირს საქართველომ მეორედ უმასპინძლა.

ლაშა ჭეფხოძე მორიგი საერთაშორისო ტურნირისათვის ემზადება, რომელიც უმოკლეს დროში, ყაზახეთში გაიმართება.

'.$TEXT['print'].'