"ლანჩხუთში არ გინდათ ინაუგურაცია - დავით აღმაშენებელი გვყავს და ახლა თამარ მეფეც პატარა ქალაქისთვის ნამეტარია"
ავტორი: გურიის მოამბე
"ლანჩხუთში არ გინდათ ინაუგურაცია - დავით აღმაშენებელი გვყავს და ახლა თამარ მეფეც პატარა ქალაქისთვის ნამეტარია"

"ქართული ოცნების" განცხადებას, რომ ახალარჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია ქალაქ თბილისში არ გაიმართება, "ლეიბორისტული" პარტიის მდივანი, წარმოშობით ლანჩხუთელი, ქეთი დოლიძე ეხმაურება- იხსენებს რა, რამდენიმე დღის წინ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქმედის თავმჯდომარის, ბესარიონ ტაბიძის ადგილობრივ მედიასთან საუბარში გაკეთებულ განცხადებას, რომ მას ხალხი "დავით აღმაშენებელს ეძახის" - საკუთარ "ფეისბუკ" გვერდზე წერს: 

"ინაუგურაციას ლანჩხუთში ნუ ჩანიშნავთ მანდამაინც  - რაიონს ერთი აღმაშენებელი გვყავს უკვე და ახლა თამარ მეფის ჩამობრძანებაც ნამეტანი იქნება" - წერს ქეთი დოლიძე.

ცნობისათვის" ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებიდან, რომელიც მათ საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ გააკეთეს, ირკვევა, რომ პრეზიდენტის ინაუგურაცია ქვეყნის დედაქალაქში არ გაიმარტება.

თუმცა ჯერ ჯერობით არ არის ცნობილი თუ რომელ ქალაქში და სად შედგება ინაუგურაციის პროცესი.

გავრცელებული ინფორმაციით "ქართული ოცნება" შიშობს ხალხის საპროტესტო ტალღის, რომელმაც შესაძლოა ინაუგურაციის ცერემონიალი ჩაშალოს.

'.$TEXT['print'].'